რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ამორეს უკანასკნელი ღამე (L’ultima notte di Amore)

ახალი, 1970-80-იანების სტილის (Poliziesco) იტალიური კრიმინალური თრილერი

პიერფრანჩესკო ფავინო ფილმში ‘Last Night of Amore„’

ფილმი იწყება ტიტრებით, ზემოდან გადაღებული ღამის მილანის ფონზე, სანტი პულვირიენტის მუსიკით, რომელიც გაგონებთ ენიო მორიკონეს მუსიკას და იმ წამსვე გიჩენთ შეგრძნებას თითქოს უყურებთ 70 იანი წლების თრილერს ალენ დელონის მონაწილეობით.

ლინდა კარიდი ფილმიდან ”

ტიტრების ბოლოს კადრი შედის დეტექტივი ფრანკო ამორეს (Pierfrancesco Favino) ბინაში, სადაც მისი პენსიაზე გასვლის საღამოსთვის ემზადებიან. მან პოლიციის დეპარტამენტში 35 წელი იმსახურა ისე, რომ არავინ მოუკლავს. ვარჯიშიდან დაბრუნებული ამორე რეკავს კარის ზარს და სიურპრიზად ხვდება მისი ახლგაზრდა მეუღლის ვივიანისა (Linda Caridi) და მეგობრების მიერ მოწყობილი წვეულება. გარკვეული დროის შემდეგ, ამ მხიარულებაში ჯერ კიდევ აფორიაქებულ ამორეს ურეკავს უფროსი და ამცნობს, რომ მის მეწყვილეს ინციდენტი შეემთხვა და ადგილზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს.

ანტონიო ჯერარდი ფილმიდან ‘Last Night of Amore’

დანაშაულის ადგილას, საავტომობილო გზის გვირაბში მისული ამორე პოლიციის ლენტის უკან ასფალტზე მის მეწყვილეს დინოს (Francesco Di Leva) ხედავს, რომელიც თითქოსდა ბრილიანტების ძარცვისას გახსნილი ორმხრივი ცეცხლის შედეგად დაშავდა. ფილმის თხრობის ნარატიული ტექნიკის In medias res-ის გამოყენებით – როდესაც ვბრუნდებით წარსულში და ვიკვლევთ როგორ მოვედით ამ მომენტამდე, კადრი გადადის 10 დღით უკან, სადაც ამორე ხვდება ჩინური კრიმინალური ბანდის ბოსს ბაო ჟანგს (Mao Wen), რომელიც სთავაზობს მარტივ და კარგად ანაზღაურებად ‘პატარა საქმეს’. ამორე დათანხმებაზე თავიდან ყოყმანობს, თუმცა მისი მეუღლე და მეუღლის ბიძაშვილი კოსიმო (Antonio Gerardi), ვისთანაც ფრანკო პოლიციის პარალელურად პირად დაცვაში მუშაობს, ახერხებენ მის დარწმუნებას და დათანხმებას. ფილმში შემდგომ განვითარებული მოვლენები ძალიან დაძაბულ სანახაობად იქცევა, რომელიც ბოლომდე არ კარგავს ტემპს.

ფრანჩესკო დი ლევა და პიერფრანჩესკო ფავინო

ამორეს უკანასკნელი ღამე სცენარისტ-რეჟისორი ანდრეა დი სტეფანოს პირველი იტალიური ფილმია, რომელსაც მანამდე გადაღებული აქვს 2014 წელს აშშ-ში ‘Escobar: Paradise Lost’ ბენისიო დელ ტოროს მონაწილეობით და 2019 წელს დიდ ბრიტანეთში ‘The Informer’ ჯოელ კინამანს, როსამუნდ პაიკისა და კლაივ ოუენის მონაწილეობით.

ამორეს უკანასკნელი ღამე გადაღებულია 35 მილიმეტრიანი ფირით, დადგმულია დღევანდელ მილანში, მოგაგონებთ 70-80-იანი წლების იტალიურ ჟანრობრივ ფილმებს ახალი, თანამედროვე შეგრძნებით. ფილმის მეორე ნახევრის დიდი ნაწილი ერთსა და იმავე ადგილას, გვირაბში მიმდინარეობს, თან ახლავს საჭირო რაოდენობის სასპენსი და დაძაბულობა, ემოციურად ჩამთრევია, გამოირჩევა ოპერატორი გუიდო მიჩელოტის განსაკუთრებული ნამუშევარით; შესანიშნავია, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პიერფრანჩესკო ფავინოს (“The Traitor,” “Nostalgia”, “World War Z”) მიერ დეტექტივი ამორეს როლის შესრულება, სადაც პერსონაჟის ფსიქოლოგიურ სიღრმისეულობას ოსტატურად გამოხატავს; ასევე აღნიშვნის ღირსია ლინდა კარიდისის მიერ შესრულებული დეტექტივი ამორეს ცოლის – ვივიანის როლი. ყველაფერი ეს ფილმს ნამდვილად აყენებს საშუალო დონის კრიმინალური თრილერების დონეზე მაღლა.

ამორეს უკანასკნელი ღამე (L’ultima notte di Amore)
რეჟისორი: ანდრეა დი სტეფანო (Andrea Di Stefano)

ხანგრძლივობა: 2 საათი

80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Ford v Ferrari – Go Like Hell

Ford v Ferrari – Go Like Hell

| ნაწყვეტი ჯეიმს მენგოლდის ფილმიდან - 'Ford v Ferrari'

შემდეგი
Khruangbin – A Love International

Khruangbin – A Love International

| Album: A LA SALA

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share