მაღალი სინჯის ინგლისური იუმორი და პოლიტიკური სატირა.
იქნება თუ არა ახლო აღმოსავლეთში ომი? ამერიკის და ინგლისის მაღალ ეშელონებში ომის მომხრე და მოწინააღმდეგე ფრაციები ცდილობენ სიტუაციის მათ სასარგებლოდ შემობრუნებას და ამისათვის ყველა მათ ხელთ არსებულ რესურს იყენებენ.
როგორ წარმოგიდგენიათ ევროპელი (ფილმის გადაღების მომენტში დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ევროგაერთიანების წევრია) საშუალოსტატისტიკური პოლიტიკოსის ცხოვრება? ალბათ ელეგანტური და მუდამ სერიოზული- თავის კაბინეტში მუდამ საბუთებში თავჩარგული, მუდამ შეხვედრებზე და მუდამთავშეკავებული.
ცდებით…
პოლიტიკური მოღვაწის ყოველდღიურობა საკმაოდ დინამიურია, ხშირად კომიკური და ყოველწამს მათ უწევთ ათასნაირ კითხვაზე(მათ შორის უცენზურო) პასუხის გაცემა თუ გადაწყვეტილების მიღება.
,,ომი როგორ შევაჩეროთ?”
,,ოღონდ რამე სისულელე არ წამომცდეს ინტერვიუს დროს”
,,როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რაც წამომცდა ინტერვიუზე?”
,,ომი როგორ შევაჩეროთ?”
,,საჭირო კაბინეტი როგორ მოვძებნოთ?”
ეს პატარა ნაწილია იმ კითხვებისა, რომელიც ფილმში პოლიტიკოსების დღის წესრიგში დგას და რომლის გადაჭრა მათ მოუწევთ მათი ,,ერთგული” მრჩეველების დახმარებით.
ოსკარის ნომინანტი სცენარი, შესანიშნავად დადგმული დიალოგები და მსახიობების ბრწყინვალე თამაში.