რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

როგორ გვქონდეს სექსი (How to Have Sex)

How to have sex ანუ როგორ არ უნდა გვქონდეს სექსი.

2023 წლის კანის ფესტივალის un certain regards ჯილდოს მფლობელი ხდება ბრიტანელი კინორეჟისორის მოლი მანინგ ვოლქერის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი How to Have Sex, რომელიც უმთავრესად რეჟისორის გამოცდილების ეკრანიზაციაა და ერთგვარი გაგრძელება ან სრულყოფაა მისი მოკლემეტრაჟიანი სურათის Good Thanks, You? (2020). ორივე ფილმი სექსუალური ძალადობის გამოცდილების მიღებასა და მის გააზრებას ეხება, იმის გარკვევას თუ რამდენად რეალურია რასაც გრძნობ და შეგიძლია თუ არა მომხდარს გაუპატიურება დაარქვა?

How to Have Sex მეგობრების, ტარას, სკაის და ემის საზაფხულო თავგადასავალს გვიყვება საბერძნეთის კუნძულზე, რომელიც სპეციალურად ისე არის მოწყობილი, რომ ახალგაზრდებმა ალკოჰოლის, სექსისა და მუსიკის ფონზე უწყვეტად გართობა შეძლონ. ფოკუსი ფილმში ტარაზეა, ვისთვისაც ეს ადგილი შესაძლებლობაა პირველად ჰქონდეს სექსი და გადალახოს ქალწულობის კომპლექსი, რაც მისი მეგობრების კომენტარებისა და დამოკიდებულების გამო სირცხვილადაა ჩაბეჭდილი მის ცნობიერში. “მე არასდროს” თამაშის დროსაც სკაი განზრახ ახსენებს ამ საკითხს, თითქოს დასცინის, რადგან იცის, რომ ტარა აუცილებლად ცუდად იგრძნობს თავს. 

Mia McKenna-Bruce in ‘How to Have Sex’

მსგავსი მენტალური ძალადობა, რომ ტარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სექსი, მისთვის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას განაპირობებს და “საუკეთესო დასვენება, რომელიც ჰქონიათ,” ტარასთვის ცხოვრების ყველაზე ცუდ გამოცდილებად გადაიქცევა. თუ დასაწყისში გოგოები ერთად არიან და იცინიან, ბოლოსკენ ტარა მარტოა და მუსიკის ნაცვლად მისი გულისცემის ხმა გვესმის.

მოლი მანინგ ვოლქერის მთავარი მიზანი How to Have Sex-ში სექსის დროს თანხმობის ცნების გაგებაა. ბაჯასთვისაც (ბიჭი, რომელსაც ტარა ფილმის დასაწყისში იცნობს) “ყველაზე დიდი რამ რაც მომხდარა,” ანუ საჯარო ორალური სექსი, რომელიც არც კი ახსოვს, არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა, ისევე როგორც ტარამ ორივე სექსუალური გამოცდილება არაცნობიერ კონდიციაში მიიღო და ვერ ხვდება, როგორ უთხრას მეგობრებს, რომ ის, რაც მათი აზრით ტარასთვის საუკეთესო ღამე უნდა ყოფილიყო, მისთვის მხოლოდ კოშმარია. 

“ჩემთვის კანონი არასდროს მუშაობდა და ვფიქრობ, სრულად ჩვენზე არ იმუშავებს. ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ადამიანურები, რაც იმაზეა დამოკიდებული როგორ ვასწავლით ერთმანეთს და ჩვენს შვილებს, რამდენად ვცემთ პატივს სხვებს და გვექნება კარგი სექსი, როგორც ერთმანეთის თანასწორებს.” – ამბობს მოლი მანინგ ვოლქერი How to Have Sex-ზე ლაპარაკის დროს.

როგორ გვქონდეს სექსი (How to Have Sex)
რეჟისორი: მოლი მენინგ უოლკერი
2023წ. (UK)

ხანგრძლივობა: 1 საათი 31 წუთი

How to Have Sex (2023) on IMDb
78/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The Sicilian Clan

The Sicilian Clan

| ფრაგმენტი ანრი ვერნეის ფილმიდან 'The Sicilian Clan'

შემდეგი
ყვავილთა მთვარის მკვლელები (Killers of the Flower Moon)

ყვავილთა მთვარის მკვლელები (Killers of the Flower Moon)

| ცოცხალი კლასიკოსის, მარტინ სკორსეზეს ეპიკური კინოდრამა ინდიელთა ტომის სერიული

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share