რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რიპლი (Ripley)

იგივე ამბავი, შავ-თეთრი კინემატოგრაფიის ესთეტიკური შედევრი “The Night Of”-ის შემქმნელისგან ენდრიუ სკოტის მონაწილეობით

პატრიცია ჰაისმითის 1955 წლის კრიმინალური რომანი “ნიჭიერი მისტერ რიპლი” (პირველი ნაწილი “pulpy” რომანების სერიიდან, რომელსაც “რიპლიადას” სახელით ვიცნობთ) მრავალჯერ იყო ეკრანიზებული. მათ შორის ყველაზე ცნობილია რენე კლემენის ვერსია ‘Plein soleil’ ალენ დელონის, მაურის ნორესა და მარი ლაფორეს  მონაწილეობით, ანტონი მინგელას 1999 წელს გადაღებული “Talanted Mr. Ripley,” რომლის მთავარ როლებში მეთ დეიმონი, ჯუდ ლო და გვინეტ პელტროუ არიან. ასევე აღსანიშნავია ლილიანა კავანის “Ripley’s Game” ჯონ მალკოვიჩის შესრულებით (რომელიც ამ სერიალშიც ჩნდება). ამჯერად, კი უკვე ნეტფლიქსის 8 ეპიზოდიან სერიალით, ოსკარის მფლობელი სცენარისტ-რეჟისორი სტივენ ზეილიანი – ისეთი ნამუშევრების შემდეგ როგორებიცაა “Schindler’s List” (მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო სცენარის ადაპტაციისთვის), “Mission Impossible,” “The Irishman,” და HBO-ის 2016 წლის მინი სერიალი “The Night Of,”- რომანის თავის ვერსიას გვთავაზობს ენდრიუ სკოტის (რიპლი), დაკოტა ფენინგის (მარჯი) და ჯონი ფლინის (დიკი) მონაწილეობით.

სერიალის გახსნით ეპიზოდში ტომ რიპლის (ენდრიუ სკოტი) ვეცნობით, რომელიც ნიუ-იორკში ღარიბულ ბინაში ცხოვრობს, წვრილ თაღლითურ საქმეებშია ჩაბმული, აგროვებს ჩეკებსა და აყალბებს დოკუმენტებს. მოგვიანებით ტომი კერძო გამომძიებელს (Bokeem Woodbine) ხვდება, რომელიც მდიდარ კლიენტთან, დიკი გრინლიფის მამასთან აკავშირებს მას. ეს უკანასკნელი, რომელსაც ეშლება რა იგი დიკის მეგობარში და თან ხაზს უსვამს, რომ ის ერთადერთი ამხანაგია, რომელმაც მას საერთოდ მოუსმინა, რიპლის სთავაზობს საქმეს, ხარჯის სრულად ანაზღაურებად მოგზაურობას იტალიაში, მისი შვილის (Johnny Flynn) დასარწმუნებლად მიატოვოს საკუთარი ცხოვრება ევროპაში და დაბრუნდეს ამ ფაქტით შეწუხებულ მშობლებთან. რიპლი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და მალევე ნეაპოლში დიკის ცხოვრებაში ჩნდება, მისი ნდობის მოპოვებას ახერხებს, რაც მოგვიანებით ტომის ბნელი გზებით ტყუილში, თაღლითობასა და მკვლელობაში გადაიზრდება. 

მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც სხვებისგან სარგებელს იღებს.

ტომ რიპლი

ენდრიუ სკოტი ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ფსიქოპათი პერსონაჟის (წიგნში დაახლოებით 20 წლით ახალგაზრდაა) განვითარების ეტაპებს თავისი უმიმიკო გამომეტყველებითა და არაფრის მთქმელი სახით. ჯონი ფლინი დიკის მომხიბვლელობითა და სითბოთი გვნუსხავს, დაკოტა ფენინგის მერჯი ჭკვიანია და განსხვავდება გვინეტ პელტროუს მიერ შემოთავაზებული ამ პერსონაჟის ვერსიისგან 1999 წლის ფილმიდან “ჭკვიანი მისტერ რიპლი.” ასევე გამორჩეულია მაურიციო ლომბარდი ინსპექტორ პიეტრო რავინის შესრულებით, რომელიც ტომის მიერ ჩადენილ მკვლელობებს იძიებს. ის კლასიკური პოლიციის გამომძიებელია 1950-იანი წლების ნუარ ფილმებიდან, ულვაშით, თმაში ბრეოლინით, პალტოთი და უბის წიგნაკით.

სერიალის დამდგმელი ოპერატორი რობერტ ელსვიტია (There Will Be Blood), რომლის გამორჩეულად შთამბეჭდავი შავ-თეთრ გამოსახულება თითოეულ კადრსა და სცენას ვიზუალურ სრულყოფილებად აქცევს. იტალიის არქიტექტურული კადრები, ობიექტების სიმეტრია, განათება, ჩრდილები, ანარეკლები ახლო თუ შორი კუთხის კადრები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს მიქელანჯელო ანტონიონის ფილმს ვუყურებთ. იდეალურია ხმის დიზაინიც, ისმის თითოეული სიგარეტის ჩაფერფლება, კარის ჭრაჭუნი, ზარი მიმღებიდან თუ ტელეფონის დარეკვა და ჯეფ რუსოს მუსიკა სერიალს საკმაოზე მეტად სასიამოვნო საყურებელს ხდის, რომელსაც შეგიძლია ნელა მიჰყვე. 

რიპლი (Ripley)
შემქნელი: სტივენ ზეილიანი
2024წ. (აშშ)

8 ეპიზოდი, ეპიზოდის ხანგრძლივობა 56 წთ.

92/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Blow – Charmed

Blow – Charmed

| ნაწყვეტი ტედ დემეს ფილმიდან - 'Blow'

შემდეგი
ნელი დინება (Drift)

ნელი დინება (Drift)

| ლიბერიელი ლტოლვილის ტრაგიკული ისტორია - წარსულის ტრავმებზე გამარჯვება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share