დიალოგებზე აწყობილი მისტიური აუდიო-სერიალი. სიუჟეტი აგებულია სატელეფონო საუბრებზე: ვიღაც თავის ოჯახის წევრებს ურეკავს, ვიღაც დახმარებას ითხოვს ან მეზობლების ზარს პასუხობს. ყოველი სერია ცალკე ისტორიაა, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც საერთო იკვეთება, შემდგომ და შემდგომ დაძაბულობასთან ერთად ბევრი რამე ერთმანეთში ირევა და ეს პაზლი საბოლოოდ მაყურებელმა უნდა შეკრას.
სერიალი სასურველია მინიმუმ ტიტრებით ვნახოთ, რადგან გახმოვანებაზე ბევრი კარგი მსახიობი მუშაობდა.