მოდი, მოდი (C'mon C'mon) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მოდი, მოდი (C’mon C’mon)

,,დამწყებების” რეჟისორის- მაიკ მილსის დამაფიქრებელი და მოსასმენი ფილმი პატარა ადამიანებზე და ურთიერთობებზე.

როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი? როგორი იქნება თქვენი ოჯახი, თქვენი ქალაქი? რა დაგამახსოვრდება, რა დაგავიწყდება? რა გაშინებს? რა გხდის ბედნიერ ადამიანად? ამ კითხვებს უსვამს ფილმის მთავარი გმირი, რადიო ჟურნალისტი ჯონი თავის რესპონდენტებს.

იგი ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და მსგავს კითხვებს სხვადასხვა ასაკის და ფერის ბავშვებს უსვამს. ისინიც გულწრფელად პასუხობენ. მას ამ მოგზაურობაში მისი პატარა დისშვილი ჯესი ახლავს. ჯესი უცნაური ბავშვია. მას სამყაროს თავისი უნიკალური აღქმა აქვს. ეს ჯონისთვის სიახლეა. თითქოს მისთვის ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დამყარება იოლი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ესე არ არის. მას მოუწევს გაერკვიოს ბევრ ნიუანსებში ადამიანებთან ურთიერთობაში. თუმცა პირველ რიგში ჯერ საკუთარ თავში…

მოდი, მოდი (C’mon C’mon)
რეჟისორი: მაიკ მილსი
2021წ. (აშშ)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
დეივი (Dave)

დეივი (Dave)

ამერიკის ცნობილი კომიკოსის და რეპერის დეივ ბერდის (ფსევდონიმით ლილ დიკი)

შემდეგი
წითელი რაკეტა (Red Rocket)

წითელი რაკეტა (Red Rocket)

ამერიკული დამოუკიდებელი კინოს რეჟისორის – შონ ბეიკერის (პროექტი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share