ფსიქოლოგიური მისტიკა მრავალშრიანი სიუჟეტითა და ძლიერი სამსახიობო შემადგენლობით.
დეტექტივი მაიკლ ბრიტენი გონზე მოდის ავტოკატასტროფის შემდეგ, სადაც მასთან ერთად მანქანაში მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ. მას ეუბნებიან რომ ერთ-ერთი მათგანი ვერ გადარჩა. მეორე დილით გაღვიძებული დეტექტივი ხვდება, რომ სხვა რეალობაში გაახილა თვალი, სადაც ფაქტები სხვანაირადაა დალაგებული. მას მოუწევს ორ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრების გაგრძელება, სადაც თითოეულ მათგანში განსხვავებული პრობლემები და ადამიანებია. მას მოუწევს ამ ორ სამყაროს შორის ბალანსირება და კიდეზე სიარული, რათა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე შეინარჩუნოს.