ფანტასტიკური თრილერი პოლიციელზე, რომელიც ვირტუალური რეალურობის საშუალებით წარსულს უკავშირდება.
პოლიციის კაპიტანი ლუდოვიკ ბეგენი აწარმოებს პლიაჟზე ნაპოვნი დამხრჩვალი ქალის საქმის გამოძიებას. ეს მისთვის არც ისე იოლი საქმეა, რადგან რამოდენიმე ხნის წინ ამ ადგილას მისი მეუღლის გვამი იპოვეს, რომელიც სახლიდან სავარჯიშოდ იყო გამოსული. ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც იძლევა საშუალებას დანაშაულის ადგილის და დეტალების ვირტუალურად აღდგენას, პოლიციურ გამოძიებას ძალიან ეხმარება. საქმის მასალების გაცნობისას ახალი მოწყობილობის საშუალებით ლუდოვიკი უეცრად რაღაც პროგრამულ ხარვეზებს აწყდება, იგი დანაშაულის ადგილას მისი მეუღლის სილუეტს ხედავს. უცნაური შემთხვევის წყალობით აწმყო და წარსული ერთმანეთში იკვეთება, რომელიც შანსს აძლევს პოლიციის კაპიტანს არა მხოლოდ სიმართლე გაარკვიოს, არამედ რეალობაც შეცვალოს…
პირველი სეზონის ექვსივე სერიის რეჟისორი სლიმან ბატისტ ბერონია, შემქმნელები: კამილ კოზი და სარა ფარკასი, ორიგინალური იდეის ავტორი კი მწერალი ფრენკ ტილიე.