ოლივიე მარშალის სადებიუტო პოლიციური დრამა.
თავხედური და სისხლიანი ძარცვის შედეგად 6 მილიონი ფრანკის ღირებულების ძვირფასი ქვებია გატაცებული. ამ საქმეზე დაკავებულ ფრენკსა და მის მეგობარ გოგონას დაკითხვას უწყობენ პოლიციის სპეციალური განყოფილების თანამშრომლები. ორმა პოლიციელმა როგორც ჩანს უფრო მეტი იცის ამ საქმეზე, ვიდრე ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. თითოეულს სურს ძვირფასი ქვების ხელში ჩაგდება სხვებზე ადრე, მაგრამ ამისთვის საჭიროა იცოდე მათი ადგილმდებარეობა…
პოლიციელებისა და ბანდიტების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა კინოში, მითუმეტეს როცა ეს ზღვარი მყიფე და წაშლილია. ოლივიე მარშალისთვის, როგორც ყოფილი პოლიციელისთვის ძარცვა, თვალთვალი, დაკითხვები, ციხის კამერა, შიდა გარჩევები – ნაცნობი სამყაროა. მისი გმირები არ არიან დაყოფილები კეთილებად და ბოროტებად, ისინი ძალზედ რეალურები და ძალზედ მოკვდავები არიან.