უმანკო (Immaculate) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სიდნი სუინის უბიწო თავგადასავალი დედათა მონასტერში

როგორც ჩანს, Euphoria-ს ახალგაზრდა მსახიობთა დასმა ფურორი გამოიწვია სერიალის ფარგლებს გარეთ: მომხიბვლელი ზენდეია Dune-ში, ჯეიკობ ელორდი როგორც როკ-ენ-როლის მეფე სოფია კოპოლას Priscilla-ში და რაღათქმაუნდა სიდნი სუინი, რომელმაც უჩვეულო როლი მოირგო – ღვთისმშობლის სახით, საშინელებათა ფილმში – Immaculate. სუინის ეს ამპლუა მოულოდნელია, მაგრამ შთამბეჭდავი: ის ნელა გადადის სამონასტრო გარემოში, იტალიის განაპირა მხარეს, შორდება თავისი პერსონაჟის ჩვეულ როლს, რომელიც შეყვარებულია ცუდ ბიჭებზე.

რამოდენიმე წუთით ადრე მონაზვნად აღკვეცამდე ახალგაზრდა მონაზონი სესილია (სიდნი სუინი) აღფრთოვანებას იწვევს მესაზღვრეებისგან, რომლებიც დასტირიან მისი სილამაზის დაკარგვას მონასტრის კედლებში. მაგრამ სესილია მალევე აღმოაჩენს, რომ მონასტერი არც ისეთი სტუმართმოყვარეა, როგორც მას ეგონა. მისი ოთახის მეგობარი გვენი (ბენედეტა პორკაროლი) სესილიას რაღაც ცუდზე მიანიშნებს, რომელსაც ხელს უწყობს მონაზონი დების ცუდი განწყობაც. მიუხედავად ამისა, სესილიას საკმაოდ თბილად ხვდებიან, ნებასაც კი რთავენ ქრისტეს ლურსმანს შეეხოს, რომლითაც ის ჯვარს აცვეს. მალევე ირკვევა, რომ სესილია არ არის ჩვეულებრივი დამწყები მონაზონი; მონასტრის ბინადრებს სჯერათ რომ, ის ახალი ღვთისმშობელია, რომლის ნაყოფი უმწიკვლოდაა ჩასახული.

Immaculate საინტერესოდ და სახალისოდ იყენებს კლასიკური საშინელებათა ფილმებს ე.წ. “თროუფებსა” და შაბლონებს, ნაცვლად იმისა რომ სერიოზულად მოეპყროს მათ. მაყურებელი მუდმივად შეშინებული ან დაძაბულია მოულოდნელი მოძრაობებითა და ხმებით, მაგალითად ერთ-ერთ სცენაში, სადაც ჩიტი ფანჯარას ეხეთქება. რეჟისორი მაიკლ მოჰანი, რომელსაც ადრე სუინისთან ერთად ნამუშევარი აქვს თრილერზე Voyeurs, ამ ელემენტებს (ზოგჯერ იაფფასიან jumpscare-ებსაც) ზომიერად იყენებს, რათა მაყურებლებისთვის მთავარი სიუჟეტი არ დაიჩრდილოს.

ფილმი ცდილობს ნაკლებად გამოიყენოს რელიგია როგორც უკანა ფონი, რაც მსგავსი ჟანრის ტიპურ საშინელებათა ფილმებში უხვადაა. სამაგიეროდ, მონასტერი ასახულია, როგორც განმარტოებული თემი, სადაც მხოლოდ უმანკოებს სცემენ პატივს, სხვებს კი დიდად ყურადღებას არ აქცევენ და შეუცვლელად თვლიან. მონასტერში უფლებამოსილება ეკისრება სამ კაცს, რომლებიც ორსულ ქალებს კარნახობენ სამედიცინო გადაწყვეტილებებსაც კი. ამ სამეულში ერთ-ერთი – მამა სალ თედეშია (ალვარო მორტე), რომელსაც მაყურებელი სერიალ “ქაღალდის სახლიდან” იცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ სექტის მაგვარ გარემოებაში იპყრობს შავი ტანსაცმლითა და წითელი ნიღბებით გამოწყობილი ფიგურები, რომლებიც ჩნდებიან ცოტახნით, მაგრამ რჩებიან უსახურები – შესაძლოა რეჟისორის კრეატიული გადაწყვეტილება, უფრო ავისმომასწავებელი გარემოსთვის.

ფილმის ვიზუალური ესთეტიკა გამორჩეულია არა მხოლოდ იტალიის თვარწარმტაცი პეიზაჟებით. ელიშა კრისტიანი, ოპერატორი, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით – Voyeurs, Columbus და The Dream Of Max Richter, ლამაზ ხედებს და კადრებს აფიქსირებს. Immaculate-ში ხშირად ვხვდებით რელიგიურ იკონოგრაფიასა და ბიბლიურ ილუსტრაციებს, რაც აშკარაა მსუბუქი მხატვრობის გამოყენებით, ტექსტურირებული ფილმის ხარისხით და ზედმიწევნითი ყურადღებით არქიტექტურულ და სარტორულ დეტალებზე.

ნაკლებად სავარაუდოა რომ ძალადობა, კონტროლმა და ობზესიამ სასწაულები მოახდინოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია – უმანკოების ასახვა მსგავსი ჟანრის ფილმებში არც თუ ისე ბევრია. კლასიკური მაგალითებიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ რიჩარდ დონერის The Omen და რომან პოლანსკის Rosemary Baby, რომელმაც დიდი კვალი დატოვა რელიგიურ ჰორორში. უკვე მესამე ნახევრისკენ, სესილია მალევე გამოდის თავისი კომფორტის ზონიდან, იღებს ბედის არბიტრის, ვიდრე მორჩილი დის როლს და კარგავს წმინდანის სტატუსს. შესაძლოა სუინის სამსახიობო კარიერის პიკი ბოლო სცენაშია, რომელიც ბევრად უფრო საშიში და მომნუსხველია ვიდრე მთლიანი საათნახევრიანი ქრონომეტრაჟი. მოჰანის ფილმში ყველაფერი თითქოს ახალია: რეპროდუქციული ძალადობის თემისადმი მიდგომა და რელიგიური ფანატიკოსების ასახვაც კი.

მთლიანობაში, Immaculte სადღაც შუაშია, არც კარგია, მაგრამ არც ცუდია. თუმცა იმათთვის ვისაც საშინელებათა ფილმების მსგავსი ქვეჟანრი მოსწონთ, უკვე მრავალჯერ ნათქვამი და ნანახი რელიგიური თემატიკით, შესაძლოა გულგრილები არ დარჩნენ, მაგრამ მეეჭვება ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვოს. ხოლო ისინი ვინც მაგალითად “ომენის” პრიქუელს ელოდებიან, Immaculate-ს შეხედავენ როგორც პატარა აპეტაიზერს.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში

უმანკო (Immaculate)
რეჟისორი
: მაიკლ მოჰანი (Michael Mohan)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

65/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Blu DeTiger – Latency

Blu DeTiger – Latency

| Album: All I Ever Want Is Everything

შემდეგი
გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)

გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)

| ძალა ერთობაშია: ორი ტიტულარული მონსტრი კვლავ ერთიანდება ახალი საფრთხის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share