ჰარლან კობენის ( “არავის უთხრა”; “ხუთი” ; “მეორე შანსის გარეშე”) და ორიოლ პაულოს
( “სხეული” “ჯულიას თვალები” ) ერთობლივი ჩახლართული და ჩამთრევი მინი სერიალი.
მარიო კასასი ასრულებს მატეო ვიდალის როლს, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. კლუბის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მისი ცხოვრება თავდაყირა დგება და ციხის კედლებში თვითგადარჩენის იმედად რჩება…
ძალიან მოკლე დროში ნაჩვენებ 8 წლიან დრამას ემატება მთელი ზღვა გაურკვევლობის და კითხვის ნიშნებისა, რომლის ამოხსნისას სიუჟეტი კიდევ უფრო ჩამთრევი ხდება, ზუსტად ისე როგორც ჰარლან კობენის ნოველებს ახასიათებს ..