რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გიონგსონგის არსება (Gyeongseong Creature)

ისტორიული, მისტიკური და სამეცნიერო ფანტასტიკა, პოლიტიკური, რომანტიკული და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით.

ისტორიული, მისტიკური და სამეცნიერო ფანტასტიკა, პოლიტიკური, რომანტიკული და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით, „გიონგსონგის არსება“ სხვადასხვა ჟანრის აღრევით მაყურებელს სთავაზობს დაძაბულ და საინტერესო თავგადასავალს.

მოქმედება ვითარდება ქალაქ გიონგსონგში (იმ დროისთვის იაპონიის იმპერიის მიერ ოკუპირებული დღევანდელი სეულის დასახელება). 1945 წელი, ლომბარდის მდიდარი მფლობელი, იან ტაი-სანი პრობლემებში გაეხვევა მას შემდეგ, რაც იაპონელი ოფიცერი მას ქონების წართმევით დაემუქრება და აიძულებს გაუჩინარებული კორეელი ქალის პოვნას.

ამ პროცესში იან ტაი-სანს ეხმარება იონ ჩო-ოკი, რომელიც სანაცვლოდ, 10 წლის წინ მისი გაუჩინარებული დედის მოძებნაში იან ტაი-სანის დახმარებას შეიპირებს. ძიების პროცესი მათ მიიყვანს შავბნელი საიდუმლოებით მოცულ საავადმყოფოსთან, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, შემაძრწუნებელი მონსტრი ბინადრობს.

პირველი სეზონის ნახევარი, რომლის მოქმედება ძირითადად საავადმყოფოს სივრცეში ვითარდება, სავსეა დაძაბული მომენტებითა და მძაფრი ემოციებით.

„გიონგსონგის არსებას“ სეზონის შუა ნაწილში ტემპი მცირედით უვარდება, თუმცა, სიუჟეტი მაინც საინტერესო და დაძაბულია, პერსონაჟების ისტორიები და მათი მხატვრული სახე ღრმა და კომპლექსურია. გაფორმებული შესანიშნავი კოსტიუმებითა და დეკორაციებით, რაც, საერთო ჯამში, სერიალს ისტორიული ეპოქის თვალნათლივ და ცოცხლად წარმოჩენაში ეხმარება.

სეზონის ამაღელვებელი და დრამატული კულმინაციით სრულდება, თუმცა, ის მაინც ტოვებს მაყურებლისთვის პასუხგაუცემელ კითხვებსა და ინტრიგას მომდევნო სეზონისთვის.

გიონგსონგის არსება (Gyeongseong Creature | 경성크리처) 2023
შემქნელი: იუნ-კიუნ კენგი (Eun-kyung Kang)

10 სერია, სერიის ხანგრძლივობა 60 წთ

77/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
უცხო (Farang)

უცხო (Farang)

| მრისხანე მოკრივის შურისძიება ტაილანდის გულში

შემდეგი
გრიზელდა (Griselda)

გრიზელდა (Griselda)

| Narcos-ის შემოქმედებითი გუნდის ახალი სერიალი ნეთფლიქსზე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share