ერთი შეხედვით უწყინარი ინციდენტი ორ უცნობ ადამიანს ერთმანეთის მოსისხლე მტრებად აქცევს.
ემი ლაუ (Ali Wong) – წარმატებული ქალბატონია, რომელსაც ოჯახი, კარგი სამსახური და თანამედროვე ხელოვნების მიმართ კარგი გემოვნება აქვს. დენი ჩო (Steven Yeun) მარტოხელაა, რომელიც თავის ძმასთან ერთად ცხოვრობს და რომელიც ფინანსური კრიზისის გამო სულ გაუგებარ სიტუაციებშია. მარკეტის პარკინგზე მომხდარი ინციდენტი არამარტო ათავისუფლებს ყოველ მათგანში დაგროვებულ დაუკმაყოფილებელ ენერგიას და აგრესიას, არამედ სტარტს აძლევს ერთმანეთის შუღლს, რომელიც ღმერთმა უწყის რით შეიძლება დამთავრდეს…
,,შუღლი” კორეული წარმოშობის კომედიოგრაფი სცენარისტის და პროდუსერის – ლი სინ ჯინის (Lee Sung Jin) პირველი დიდი პროექტია. პირველი სეზონის რეჟისორების სიაში მის გარდა, მისი ძველი თანამოაზრე ჯეიკ შრეირი (Jake Schreier) და ჰიკარია (Hikari), რომლის ,,37 წამი” ბერლინის ფესტივალზე (სექცია ,,პანორამა”) მაყურებელთა სიმპათიის პრიზით აღინიშნა.