სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ლუიზა პენის ცნობილ დეტექტიურ რომანებზე, სადაც კანადური სოფლის- ,,სამი ფიჭვის” მაცხოვრებლების გარშემო იდუმალებით მოცული ისტორიები ვითარდება.
ყოფილი მასწავლებლის, ჯეინ ნილის ცხედარი მონრეალიდან ცოტა მოშორებით, ზამთრის კურორტზეა ნაპოვნი. უცნაურ მკვლელობას სათავეში ინსპექტორი გამაში უდგება. სოფლის მაცხოვრებლები თვლიან რომ სიკვდილი უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, მაგრამ ინსპექტორი სულ სხვა აზრისაა.
სერიალის სული და გული ინსპექტორი არმან გამაშია(ალფრედ მოლინა), რომელიც ლიტერატურის მოყვარული კანადელებისთვის იგივე ფიგურაა, რაც ევროპელებისთვის ერკიულ პუარო, შერლოკ ჰოლმსი ან კომისარი მეგრე, ამიტომ პროდუსერებისთვის მთავარ როლზე მსახიობის შერჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტი გახლდათ. საბოლოოდ ალფრედ მოლინას მსახიობურმა ნიჭმა(რომელმაც შეძლო პერსონაჟის არსში ჩაწვდომა) და როლზე დამტკიცებამ, სერიალს შესაბამისი ინტერესი და შარმი შესძინა.