მძარცველებისა და მძევლების უცნაური ისტორია სებასტიან გუტიერესისგან.
მძარცველების გუნდი საიუველირო მაღაზიის ძარცვის უიღბლო მცდელობის შემდეგ თავს ზღვისპირა სახლს აფარებს, სადაც განმარტოებული ორი უცნაური ქალბატონი ცხოვრობს. უნებური მძევლები დაუპატიჟებელი სტუმრების ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ თავსატეხს და პრობლემებს შეიტანენ..
8 ოცდაათწუთიანი სერიისგან შედგენელი მინი-სერიალი ძალზედ თავისებური პროექტია არაორდინალური თხრობის მანერით, რომლის მაყურებელს სიურპრიზები და მოულოდნელობა არ მოაკლდება. სერიალის შემქმნელი, სცენარისტი და რეჟისორი სებასტიან გუტიერესია, რომელსაც აქამდეც უმუშავია (ჯეთი. 2019წ) ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – კარლა გუჯინოსთან, რომლის მომხიბვლელობას და ქარიზმას წლები ვერაფერს აკლებს.