კორეული სერიალი მანიაკზე, რომლის სიუჟეტი ,,ამერიკელი ფსიქოპათით” არის შთაგონებული..
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, ასპერგერის სინდრომის მატარებელი კიმ სომი თავს სათამაშო აპარატების პროგრამული გადაწყობით ირჩენდა, პროგრამირების კონკურსისთვის კი ჩათ-ბოტი შექმნა ხელოვნური ინტელექტით. ეხლა გოგონა IT-კომპანიის ტექნიკური დირექტორი და გაცნობის აპლიკაციის ,,ვიღაცის” შემქმნელია. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთზე დიდი ზომის ინფორმაციას მოიპოვებენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. სომის რამდენიმე მეგობარი აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელიცაა. როდესაც მკვლელობა ხდება, რომელიც მსგავს სოციალურ პროგრამასთან არის დაკავშირებული, გოგონები გამოძიებაში ერთვებიან.
გამოძიების მსვლელობისას ისინი იცნობენ მამაკაცს იუნს და ეჭვი მიაქვთ მასზე, რადგან იგი საკომუნიკაციოდ მხოლოდ ელექტრონულ ფოსტას იყენებს და სახეს არ აჩენს…