რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სამიზნე (Target)

(არ ენდოთ გამყიდველს / Don’t buy the seller)
რეალურ ამბავზე დაფუძნებული კორეული კრიმინალური ტრილერი მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზე მომხდარ თაღლითობაზე.

რეჟისორ პარკ ჰი-კონის (Park Hee-gon) ფილმის სიუჟეტი ვითარდება ინტერიერის დიზაინერის სუ-იუნის (Shin Hae-sun) გარშემო, რომელსაც ჰყავს გამაღიზიანებელი უფროსი, არის სამუშაოთი გადატვირთული, უწევს რემონტის მუშებთან და მათ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა.

ერთ დღეს სუ-იუნი ონლაინ მარკეტიდან მეორად სარეცხის მანქანას ყიდულობს სარფიანი გარიგებით, თუმცა, მალევე აღმოაჩენს, რომ თაღლითობის მსხვერპლია და მისი ფული გაქრა. მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებს, თუმცა სამხილების სიმცირის გამო, კიბერდანაშაულების განყოფილების დეტექტივ ჯუს (Kim Sung-kyun) მისი დახმარება არ შეუძლია. 

იმედგაცრუებული სუ-იუნი უფრო მეტად მონდომებული ხდება იპოვოს თაღლითი, ცდილობს სტილისტურად მსგავსი ტექსტებისა და რეკლამების გაფილტვრით მის მიგნებას, თუმცა უშედეგოდ. დიდხნიანი ძიების შემდეგ გადააწყდება თავისი განცხადების მსგავს ტექსტებს და სხვების გასაფრთხილებლად წერს კომენტარებს, რომ არ ენდონ აღნიშნულ გამყიდველს, რომელიც თაღლითია და არ ჩაურიცხონ ფული ნივთის მიღებამდე. 

ამ ღამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება, სუ-იუნი უცნაურ სატელეფონო ზარებს იღებს, ამავდროულად მასთან სხვადსხვა საკვების მიწოდება ხდება, რომელიც მას არ შეუკვეთავს. ეს მისი პრობლემების მხოლოდ დასაწყისია. პოლიცია მიჰყვება კვალს, რითაც ეჭვმიტანილის სახლამდე აღწევენ, მაგრამ ერთადერთი რასაც აღმოაჩენენ, საყინულეში მყოფი ადამიანის გვამია, რაც ცხადყოფს, რომ თაღლითი ირჩევს მსხვერპლს, კლავს მას და შემდგომ ყიდის მის ნივთებს. 

ფილმი დაფუძნებულია 2020 წლის ახალ ამბებსა და დოკუმენტურ ფილმებზე, რომლებმაც გახსნეს თაღლითობის საქმე, რაც მოგვიანებით მკვლელობის საქმის გამოაშკარავებამდე მივიდა, სადაც მკვლელი თავის სამიზნედ მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზე მომხმარებლებს ირჩევდა. “სამიზნე” ნამდვილად კარგი თრილერია, რომელიც სასპენსსა და მძაფრი შეგრძნებების სანახაობას გვთავაზობს. ჰე-სუნი (Shin Hae-sun) ბრწყინვალედ ასახიერებს სუ-იუნის პერსონაჟს. ფილმი დატვირთულია რეალისტური და გონივრული დეტალებით. მაგალითად, სიტყვების ფილტრაციის დროს, სუ-იუნმა საძიებო სისტემაში ვერაფერი ნახა, რადგან თაღლითი სასურათე ფაილს იყენებდა სარეკლამო განცხადების ტექსტისთვის, რის გამოც საძიებო სისტემების რობოტებისთვის (crawlers) იგივე სიტყვების სხვა სარეკლამო განცხადებებში პოვნა შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც რომ მთავარი პერსონაჟებისგან უცნაურ და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს ვხვდებით. მთლიანობაში, ფილმი მაინც საინტერესო საყურებელია და ამავდროულად შემეცნებითიც, რომელიც არასანდო წყაროებისგან ონლაინ შოპინგის საშიშროებებზე მიგვითითებს. 

სამიზნე (Target)
(არ ენდოთ გამყიდველს / Don’t buy the seller)
რეჯისორი: პარკ ჰი-კონი
სამხრეთ კორეა 2023 წ.

ხანგრძლივობა: 1სთ 41წთ

72/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ზაფხულის დასასრული (Slutet på sommaren)

ზაფხულის დასასრული (Slutet på sommaren)

| ფსიქოლოგიური თრილერი, დეტექტიური სერიალი, დაფუძნებული ბესტსელერ კრიმინალურ

შემდეგი
აბლაბუდა (Cobweb)

აბლაბუდა (Cobweb)

| ბოროტი საიდუმლოებები საძინებლის კედლებს მიღმა

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share