რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გემის ისტორია (Boat Story)

ორი უმუშევარი, ცხოვრებისგან შელახული ადამიანი ცდილობს შანსი გამოიყენოს, რომელიც ბრმა ბედისწერამ შემთხვევით არგუნა…

სერიალის ისტორია ორი ძირითადი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ოკეანის სანაპიროზე სეირნობისას სრულიად შემთხვევით ნაპირზე გამორიყულ პატარა გემს გადააწყდებიან, სადაც დიდი ოდენობის ნარკოტიკებია დამალული.

იმის სანაცვლოდ რომ პოლიციაში დარეკონ (ნარკოტიკებთან ერთად გემბანზე ორი გვამია), ლონდონელი სემუელი (რომელმაც თამაშზე დამოკიდებულების გამო სახლი დაკარგა) არწმუნებს მის ახლადგამომცხვარ პარტნიორ ჯანეთს (რომელმაც ფაბრიკაში მუშაობისას ხელი დაკარგა) ნარკოტიკები დაიტოვენ და მისი რეალიზაცია მოახდინონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ რა ზომის და წონის პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ მსგავსი გეგმის განხორციელებისას…

Paterson Joseph and Daisy Haggard in ‘Boat Story’

სერიალის შემქმნელები ჰარი და ჯეკ უილიამსებია, რომელთა კისერზე არაერთი საინტერესო პროექტია (The Tourist 2022-2023; The Missing 2014-2016). მათი ახალი სერიალის თხრობის სტილი და ირონია რამდენადმე მოგვაგონებს კოენების ,,ფარგოს”, თუმცა აქ მოქმედება ბრიტანეთის კუნძულზე ვითარდება და მოქმედი პირებიც უმეტესწილად ბრიტანელები არიან, რასაც თავისი ხიბლი და ორიგინალურობა შემოაქვს ისტორიაში.

გემის ისტორია Boat Story
შემქნელები: ჰარი უილიამსი, ჯეკ უილიამსი
2023წ. (დიდი ბრიტანეთი)

Boat Story (2023) on IMDb
80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Kieslowski’s ‘A Short Film About Killing’

Kieslowski’s ‘A Short Film About Killing’

| პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ კიეშლოვსკი აღწერს თავის ფილმს - 'A Short Film About

შემდეგი
The Crimson Rivers – Intro

The Crimson Rivers – Intro

| მატიე კასოვიცის ფილმის - 'The Crimson Rivers' დაწყება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share