რამოდენიმე დანაშაულის პარალელურ ისტორიაში დეტექტივი ჯეკ კაფრი ცდილობს გაერკვეს.
სერიალის მთავარი გმირი ჯეკ კაფრი ახალგაზრდა დეტექტივია, რომელიც ეხლახანს დააწინაურეს და ამით საშუალება მიეცა თვითონ აწარმოოს საქმეები. იყენებს რა ამ პრივილეგიას, ჯეკი თავის მეზობელთან პოლიციელებს აგზავნის, რომელზეც წლების წინ მომხდარ დანაშაულზე ეჭვი აქვს. ამ ისტორიის პარალელურად ვითარდება მეორე, არანაკლებ ტრაგიკული და ჩახლართული ისტორიაც, რომელსაც საფუძვლად უდევს ხუთი წლის წინ მომხდარი ორი მოზარდის საშინელი მკვლელობა. საქმე იმაშია, რომ დანაშაული გახსნილია და დამნაშავეც დიდი ხანია ციხეში ზის, თუმცა ჯეკს საფუძველი ეძლევა შეიტანოს ეჭვი ამ ამბის სიმართლეში. იგი თვლის, რომ მკვლელობა სხვის მიერ იყო ჩადენილი.
ამასობაში შეძლებულ და ფეშენებელურ სახლში მცხოვრებ ასაკოვან წყვილს ორი უცნაური ადამიანი სტუმრობს…
BBC – ის ახალი სერიალი ეფუძნება მო ჰაიდერის რომანების სერიის ერთ-ერთ წიგნს, რომლებიც დეტექტივ ჯეკ კაფრის ეძღვნება. ფილმში მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ხაზი ერთგვარად მიხაელ ჰანეკეს ,, Funny Games” გვაგონებს, რომელსაც თავისი იდუმალება და შარმი შემოაქვს სიუჟეტში და რომელიც ბრიტანული დეტექტივების მოყვარულებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება.