რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ალმოდებული ცა (Afire)

შრომის კაპიტალისტური გაგება ანუ როგორია წერო ცხოვრებაზე, რომელიც არ გამოგიცდია

კრისტიან პეტზოლდის Afire ტეტრალოგიის ნაწილია, რომელსაც რეჟისორი 4 ელემენტზე დაყრდნობით იღებს. პირველი ფილმი Undine წყალს ეძღვნება, Afire ცეცხლის სტიქიას განასახიერებს. როჯერ ებერტთან ინტერვიუში კრისტიანი ამბობს, რომ “1993 წლის შემდეგ გერმანიაში ყველა საზაფხულო ფილმი განადგურდა. ამერიკელებს, ფრანგებს, შვედებს, მაგალითად ინგმარ ბერგმანს ფილმით “ზაფხული მონიკასთან,” ყველას აქვს ფილმი ზაფხულზე.” Afire სწორედ ამ ტრადიციასთან დაბრუნება იყო მისთვის, გადაეღო კინო, რომელშიც “ადამიანები ისვენებენ საქმისგან, რის დროსაც გადაწყვეტილებების მიღების საშუალება აქვთ.”

Thomas Schubert and Paula Beer in ‘Afire’

Afire მწერლის, ლეონის ამბავია, რომელიც მეგობართან (ფელიქსი) ერთად ზღვისპირა საზაფხულო სახლში ჩადის რომანზე სამუშაოდ. ფელიქსსაც პორტფოლიო აქვს გასამზადებელი, თუმცა მათი გაგება საქმის მიმართ სრულიად განსხვავებულია, ისევე როგორც თვითონ პერსონაჟები. ფელიქსი ფოტოგრაფია და შთაგონებას ბუნებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში ეძებს, ლეონი სახლშია ჩაკეტილი და მუდმივად ფიქრობს, იმეორებს, “My work won’t allow it” და ყველანაირ შემოთავაზებაზე, სახურავის შეკეთებაა ეს თუ სანაპიროზე გასვლა, უარს ამბობს. შესაბამისად, მისი რომანი “Club Sandwich” უსიცოცხლოა. ეპიზოდში, სადაც ლეონის გამომცემელი ჰელმუტი მანუსკრიპტს ხმამაღლა კითხულობს, ვერ ხვდები გაღიზიანებს, გეცინება თუ ბრაზდები იმ აროგანტულ მანერაზე, რითაც Club Sandwich-ის მთავარი პერსონაჟი გველაპარაკება.

Thomas Schubert and Paula Beer in ‘Afire’

Afire-ს დინამიურობასა და ძალას ორი რამ აძლევს: ტყეში გაჩენილი ხანძრის მოახლოების საშიშროება და მოულოდნელი სტუმარი, მისტიური ნადია, რომელიც უკვე ცხოვრობს ფელიქსის სახლში. ქალის შესახებ დასაწყისში არაფერი იციან, ნადია კინოში არეულობისა და ხმაურის სახით შემოდის, სახლში დაყრილი ღვინის ჭიქები, მაგიდაზე დატოვებული საჭმელი, ჩართული სარეცხის მანქანა და სექსის ხმები, რომელიც ღამით თხელ კედლებში აღწევს, ლეონს მოსვენებას არ აძლევს. მწერალი მუდმივად დამკვირვებლის როლშია და ნადიას მიმართაც ვუაიერისტულ მზერას ინარჩუნებს. ახალგაზრდა ქალი თავისუფალია, ქარიზმატული და ისეთი პერსონაჟია, რომელიც ყველას უყვარდება, შესაბამისად ლეონსაც არ ტოვებს გულგრილს.

მიუხედავად იმისა, რომ Afire თითქოს მწერლისა და მისი კრიზისის შესახებ გადაღებული კინოა, კრისტიან პეტზოლდისთვის არ არსებობს ცენტრალური ფიგურა. ნადიას პარტნიორი დევიდიც კი, რომელიც მხოლოდ ბოლოსკენ იძენს მნიშვნელობას, ისეთივე საკვანძო პერსონაჟია, როგორც სხვები. Afire ესთეტიკითა და სტილით ძალიან ჰგავს ერიკ რომერის ფილმებს, სადაც პერსონაჟები მუდმივად საუბრობენ და ტკბებიან იმ გარემოთი, რომელშიც რეჟისორი მათ ქმნის. Afire არ არის ნარატიული კინო, კრისტიან პეტზოლდის მიზანი არა ამბის თხრობა, არამედ ადამიანებზე დაკვირვება და მათი ხასიათებისა თუ მოქმედებების გაგებაა, რასაც რეჟისორი ძალიან კარგად ახერხებს. გერმანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე Afire-ს მოპოვებული აქვს ვერცხლის დათვის პრიზი. ფილმის ნახვა შეგიძლიათ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ალმოდებული ცა Afire
რეჟისორი: კრისტიან პეტცოლდი
2023წ. (დიდი ბრიტანეთი)

ხანგრძლივობა: 1 საათი 42 წუთი

Afire (2023) on IMDb
82/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
მგელი (Wolf)

მგელი (Wolf)

| რამოდენიმე დანაშაულის პარალელურ ისტორიაში დეტექტივი ჯეკ კაფრი ცდილობს გაერკვეს

შემდეგი
მკვდარი სეზონი (Hors Saison)

მკვდარი სეზონი (Hors Saison)

| ფრანგი და შვეიცარელი დეტექტივები სერიული მკვლელის დევნაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share