რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ძმები სანები (The Brothers Sun)

აზიური საბრძოლო ხელოვნებითა და იუმორით გაჯერებული ექშენი “American Horror Story”-ის შემქმნელისაგან.

აზიური კრიმინალური ორგანიზაციის, ტრიადის წევრზე თავდასხმა ხდება. ოჯახის უსაფრთხოება, რომლის წევრები ტაივანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში განგსტერები არიან, ეჭვის ქვეშ დგება. მალავს რა მის რეალურ საქმიანობას ოჯახის უმცროსი წევრისგან, ჩარლზი ტაივანიდან ლოს ანჯელესში ბრუნდება, რათა დედამისი და მისი პატარა ძმა მოსალოდნელი ხიფათისგან დაიცვას, რაც მისი პატარა ძმის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

ბრედ ფელჩუკის და ბაირონ ვუს მიერ შექმნილ სერიალში ყველაფერი თავის ადგილზეა რაც აღნიშნულ ჟანრს მოეთხოვება: იქნება ეს ხელჩართული ჩხუბები თუ კომედიური გადახვევები, რაშიც ამერიკულ-აზიური კოლორიტიც ზედმიწევნით კარგად ეხმარება. აღსანიშნავია ძმები სანების დედის საინტერესო როლი, რომლის პერსონაჟსაც ოსკაროსანი მიშელ იო ასახიერებს.

ძმები სანები (The Brothers Sun)
შემქმნელები: ბაირონ ვუ და ბრედ ფელჩაკი
2024წ. (აშშ)

FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
მეფუტკრე (The Beekeeper)

მეფუტკრე (The Beekeeper)

| შეუპოვარი ჯეისონ სტეტჰემი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ

შემდეგი
Paul – Alien in Disguise

Paul – Alien in Disguise

| ნაწყვეტი გრეგ მოტოლას ფილმიდან - 'Paul'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share