კრიმინალური სერიალი საფუძვლიანად დადგმული ჩხუბების და ღია ეროტიული სცენებით.
ლუკას ჰუდი დამნაშავეა, რომელიც სასჯელს ციხეში იხდის. მან ოდესღაც თავის თანამზრახველებს უღალატა. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი პენსილვანიის პატარა ქალაქში ჩამოდის, რომელსაც ბანში ეწოდება და მოტყუებით ქალაქის შერიფი ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან თავისი კრიმინალური წარსული დავიწყებას მისცა. განგსტერებს, რომელთაც მან ოდესღაც უღალატა ერთი სული აქვთ შური იძიონ მოღალატეზე…
მთავარი როლის შემსრულებელმა-ენტონი სტარმა გადაღების პირველივე დღეს ჩხუბის სცენის დადგმისას ტრავმა მიიღო და მას ტუჩზე ნაკერები დაადეს.