რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მეფუტკრე (The Beekeeper)

ბუზი ყველა ბზუისო, – ფუტკართან ყველა ტყუისო
შეუპოვარი ჯეისონ სტეტჰემი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ

დევიდ ეირი, რეჟისორი ისეთი ფილმებისა როგორიცაა – Suicide Squad (2015), End of Watch (2009), Fury (2014), Street Kings (2008) და სხვანი, დიდ ეკრანზე ბრუნდება ახალი მძაფრსიუჟეტიანი ექშენ ფილმით სახელად – The Beekeeper, ჯეისონ სტეტჰემით მთავარ როლში. ამ დროისთვის მაყურებელი წესით კარგად უნდა იცნობდეს ჯეისონის ფილმოგრაფიას და როცა მსგავს ჟანრში ჯეისონი პირველ პლანზეა – უკომპრომისო ექშენი გარანტირებულია. (თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თითქმის ყველა მსგავს ფილმში, ერთი და იგივე პიროვნება, როგორც ვიზუალურად ისე იდეურადაც) “Beekeeper”-იც აგრძელებს მსახიობის ამ ე.წ. მემკვიდრეობას და ცდილობს აუდიტორია კარგად გაართოს, ჩხუბებისა და სროლების ზომიერი დოზით.

ფილმში ჯეისონი განასახიერებს ვინმე ადამ ქლეის, “მეფუტკრეების” გადამდგარ (ან პენსიაზე გასული) წევრს, მკვლელების ორგანიზაციიდან, რომელთა მიზანი კრიმინალთა ელიმინაციაა. პენსიაზე გასული ადამი ერთ წყნარ ქალაქ-გარე სოფელში მეფუტკრედ (უცნაური დამთხვევა) მუშაობს და უვლის ხანში შესულ ელოიზ პარკერს. ერთ მშვენიერ დღეს კი, ქალბატონი ელოიზი ქოლ-ცენტრის სქემის მსხვერპლი ხდება, 1 წამში კარგავს მთელ დანაზოგს და შოკირებული მომხდარით, სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს. ეს ინციდენტი კი საბაბს აძლევს ადამს, დაიწყოს თავისი ჯვაროსნული ლაშქრობა, მოაწყოს სასაკლაო და გავიდეს აღნიშნული ქოლ-ცენტრის თავში, იპოვოს ლიდერი და ამოძირკვოს სამუდამოდ.

პრინციპში სულ ეს არის Beekeeper-ის სიუჟეტი. მთლიანი ნარატივი მიდის როგორც ერთი დიდი ვიდეო თამაში, სადაც სტეტჰემი კლავს ბოროტმოქმედებს მარცხნივ/მარჯვნივ, არცთუ ისეთი ცუდი ქორეოგრაფიით, პროცესში თითებსაც აჭრის ერთ-ერთს და ლიფტითაც ჭრის შუაზე სპეცრაზმის რამდენიმე წევრს კუსტარულად გაკეთებული ხაფანგებით. ხანდახან ადამი ეჩეხება მასზე ოდნავ კუნთმაგარ ცუდ ტიპს, თუმცა მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, კრეატიული გზებით ადვილად უმკლავდება და განაგრძობს გზას დაბრკოლებების გარეშე. ინტენსიური ექშენის იქით, Beekeeper-ს შეიძლება მოვედავოთ საშინლად სუსტ ან რობოტულ დიალოგებზე, საშუალოზე დაბალ სამსახიობო თამაშზე და ტემპის ვარდნასთან, როცა ჯეისონის მაგივრად ფილმი ცდილობს გაგვაცნოს სხვა პერსონაჟები, რომ ამბავი ოდნავ მაინც განვითარდეს.

მნიშვნელოვანი ნაკლი ისევ და ისევ სიუჟეტშია, რაღაცეები კარგად არ არის განვითარებული, დიდად ვერაფერს ვიგებთ, როგორ იწვრთნებიან უშუალოდ “მეფუტკრეები” ან როგორი მეთოდებით, გარდა იმისა რო ქლეი ერთ სცენაში მის კოლეგას ეჩეხება ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ერთმანეთს სპონტანურად უპირისპირდებიან. (ტყვიამფრქვევისა და თაფლიანი ქილის კომბო, რაც ამ სცენაში იქნა გამოყენებული – სახალისო მიგნებაა) ჯოშ ჰაჩერსონის, მთავარი ბოროტმოქმედის არკაც საკმაოდ სასაცილოა, მიუხედავად მსახიობის ნორმალური შესრულებისა, ნაკლებად დასამახსოვრებელია და სხვა უკვე ნანახი ბოროტი პერსონაჟებისგან არაფრით განსხვავდება. ზემო აღნიშნულ დიალოგებში კი უმეტესი ფრაზები ან რეპლიკები ისევ და ისევ თემატურად ფუტკრებთან არის დაკავშირებული, რომლის ნაწილი არც ისეთი სახალისო მოსასმენია. სამსახიობო დასში ვხვდებით აგრეთვე ქარიზმატულ ჯერემი აირონსსაც, ყოფილ CIA-ს დირექტორს, სახელად უოლას ვესტვილდი.

სხვა მხრივ, Beekeeper აკომპენსირებს ამ მინუსებს სანახაობრივი ჩხუბებით, ხელჩართული ბრძოლებით, ტყვიების წვიმებით, მასშტაბური აფეთქებებითა და დაუნდობელი სისასტიკით, ის რაც დევიდ ეირს ოსტატურად გამოსდის ამდენი ხნის მანძილზე. ამ ყველაფრის ფონზე კი ნეონის ესთეტიკა (ქოლ-ცენტრთა დარბაზები, სადაც უმეტესწილად ხდება მოქმედების 60%) მშვენიერ ვიზუალურ განზომილებას ჰმატებს. ცხადია, “მეფუტკრე” John Wick-ის ფრენჩაიზის ან თუნდაც შარშან გამოცოცხლებული Equalizer-ის კოპირება იყოს, მაგრამ იმათთვისაც ვისაც უბრალოდ დასვენება სურს მძიმე დღის შემდეგ ან მოსწონს 80/90-იანების ბოევიკების ჟანრი, მაშინ Beekeeper საინტერესო, ერთჯერადი გამოცდილება იქნება დიდ ეკრანზე. თანაც, ყოველთვის სახალისო სანახავია როგორ უსწორდება ჯეისონ სტეტჰემი სხვადასხვა ბოროტმოქმედთა გუნდებს ერთი ხელის მოსმით, კრეატიული მეთოდებითა და ენამოსწრებული one-liner-ებით.

მეფუტკრე (The Beekeeper)
რეჟისორი: დევიდ ეირი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი

45/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
დამელაპარაკე (Talk To Me)

დამელაპარაკე (Talk To Me)

| გაათავისუფლეთ სულები, შეხედეთ ჩრდილებს: ზებუნებრივი მღელვარება

შემდეგი
ძმები სანები (The Brothers Sun)

ძმები სანები (The Brothers Sun)

| აზიური კოლორიტით და შავი იუმორით გაჯერებული ექშენი "American Horror Story"-ის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share