რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 2005 წლის ფილმის სასიამოვნოდ განსხვავებული და გონივრული რიმეიქი.

პროექტი თავდაპირველად პრაიმ ვიდეოზე უნდა გამოსულიყო 2022 წელს, როგორც დონალდ გლოვერსა (Atlanta) და ფიბი ველერ-ბრიჯს (Fleabag) კოლაბორაცია, თუმცა მოგვიანებით მათ შორის შემოქმედებითი განსხვავებების გამო შეთანხმება გაუქმდა. საბოლოოდ მისის სმიტის როლი მაია ერსკინმა (Pen15) მიიღო. 

გლოვერისა და ფრანჩესკა სლოანის (ატლანტას შემქმნელები) ახალი მისტერ და მისის სმიტები წინამორბედის გამეორებაა იმ ნიშნით, რომ ორივეგან ცენტრში დაოჯახებული ჯაშუშები ექცევიან. თუმცა ახალ მისტერ და მისის სმიტებში ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და პირველ ეპიზოდში ხვდებიან, როგორც საიდუმლო წყვილი კონკრეტული დავალებისთვის FX-ის The Americans-მსგავსად, ნაცვლად დაგ ლიმანის 2005 წლის ფილმისა, სადაც დაქორწინებული წყვილი  წლების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ერთმანეთის მეტოქეები არიან. 

მეტწილად, ჯონისა და ჯეინის დავალებები მათი დიდი ეკრანის ორეულებისგან განსხვავებით ნაკლები ხმაურით გამოირჩევა, ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების გარეშე. მათი მისიები სხვადასხვა ლოკაციებზე სამიზნეების თვალთვალსა და სმარტფონებში ბაგების გაჩენას მოიცავს, რაც, სიფრთხილესა და დაკვირვებას მოითხოვს.

სიუჟეტი, ექშენი, ლოკაციები და სერიების ვიზუალური სტილი შთამბეჭდავი და ჩამთრევია, მაგრამ მას მეორეხარისხოვანი დატვირთვა აქვს და დამხმარე როლს თამაშობს ცენტრალური პერსონაჟებისა და მათი ურთიერთობის გამოსაკვლევად, ქორწინებისა და პარტნიორობის გამოწვევების საჩვენებლად. შეუდარებელია დონალდ გლოვერისა და მაია ესკინის წყვილი. 

სერიები უფრო მეტად ეპიზოდურია, ვიდრე სწორხაზოვნად ნარატიული, დინამიური გადასვლებით, თუმცა განსხვავებული ისტორიების მოყოლით შენარჩუნებულია ლოგიკური ბმა პერსონაჟების განვითარებაში. სერიები სათავგადასავლო ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა თემებსა და მისიებს, სადაც შენარჩუნებულია მათი ინდივიდუალური ტექსტურა.

აღსანიშნავია მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები John Turturro, Wagner Moura (Narcos), Paul Dano, Alexander Skarsgård, Sarah Paulson, Ron Perlman. თითოეული მათგანის გამოჩენა ეპიზოდებში დაუვიწყარ ნიშას ტოვებს.

საბოლოოდ, ამაზონ პრაიმის მისტერ და მისის სმიტის 8 სერიიანი პირველი სეზონი, ატლანტას შემქმნელების, დონალდ გლოვერისა და ფრანჩესცკა სლოანის ხელმძღვანელობით შეიძლება არ არის განსაცვიფრებელი და განსაკუთრებით ინოვაციური, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ კარგია.

მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)
შემქნელები: დონალდ გლოვერი(Donald Glover) და ფრანჩესცკა სლოანი (Francesca Sloane)
აშშ 2023წ.

8 ეპიზოდი, ეპიზოდის ხანგრძლივობა 60წთ

84/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ამერიკული ვარსკვლავი (American Star)

ამერიკული ვარსკვლავი (American Star)

| დაქირავებული მკვლელის უკანასკნელი ცეკვა ბედისწერასთან - ფუერტავენტურაში

შემდეგი
არგაილი (Argylle)

არგაილი (Argylle)

| ამაღელვებელი ჯაშუშური ოდისეა, სადაც ფანტასტიკა და რეალობა ერთმანეთს ეჯახება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share