სერიალის სიუჟეტი გვიყვება, თუ როგორ ცდილობს პოლიცია ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდის აყვანას, მასში მათი ფარული აგენტის დანერგვის გზით. ისტორია ვითარდება ნარკობარონ ფერი ბუმანის ირგლივ, რომელმაც დაალაგა ნარკოტრაფიკი ირლანდიასა დ ბელგიას შორის. იგი საზაფხულო აგარაკზე ცხოვრობს, საიდანაც მის ბნელ საქმეებს აგვარებს.
ფერი მიუწვდომელი ჩანს ადგილობრივი ხელსუფლებისთვის, თუმცა ორი ქვეყნის პოლიცია ძალებს აერთიანებს, რათა დამნაშავე აიყვანოს და ნარკოტიკების ბრუნვას ბოლო მოუღოს. ისინი აგზავნიან საიდუმლო აგენტებს, რათა მათ შეძლონ ნარკობარონთან დაახლოება და შემდგომ მისი დარწმუნება, რომ ისინი საიმედო პარტნიორობას გაუწევენ ბიზნესში.