ბრიტანული დეტექტიური სერიალი, სადაც ერთი მკვლელობის გამოძიება ოთხ სხვადასხვა ეპოქაში ვითარდება
2023 წელი. დიდი ბრიტანეთი. ლონდონის პოლიციის სერჟანტი, შახარა ჰასანი უიტჩეპელის რაიონში ულტრა მემარჯვენეების დემონსტრაციაზე წესრიგის დაცვითაა დაკავებული, როცა ამჩნევს შეიარაღებულ ახალგაზრდას და დაედევნება. დევნა მას მიყრუებულ ქუჩაზე მიიყვანს, სადაც შიშველი მამაკაცის გვამი აგდია. გვამს ეტყობა, რომ თვალში ესროლეს.
1941 წელს სერჟანტი უაითმენი იგივე ქუჩაზე ანალოგიურ გვამს აღმოაჩენს. იდუმალი შემკვეთი მას ავალებს სხეულის სპეციალურ სათავსოში გადატანას.
1890 წელს იდენტური მკვლელობის ადგილზე ინსპექტორი ჰილინგჰედია გამოძახებული.
და ბოლოს, 2053 წლის ლონდონში დეტექტივი მეილვუდი იგივე შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
ნეთფლიქსის ახალი სერიალი სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სი სპენსერის გრაფიკული რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომლის მოქმედება ოთხ ეპოქაში(1890, 1941, 2023 და 2053 წელს) პარალელურად მიმდინარეობს. ბრიტანული სერიალი ძალზედ დამაინტრიგებლად იწყება, სულ მალე ფანტასტიკური თრილერის ტონალობას იძენს, რომელშიც ყველა დროის დრამატული მოვლენები ერთ მთლიანობაში იკვრება და ამისგან კიდევ უფრო საინტერესო და ყურებადი ხდება.