რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ნინძების სახლი (House of Ninjas)

ნებისმიერი რამის გაქრობა შეგვიძლია, მათ შორის საკუთარი თავისაც

გაკუ

ნეტფლიქსის ახალი სერიალი ნინძების ოჯახზე, რომელსაც ყველაფერი აქვს, რამაც 90-იან წლებში ნინძებზე ფილმებს პოპულარობა მოუტანა, რაც შეზავებულია ოჯახურ დრამასა და მსუბუქ კომედიასთან.

სერიალი იხსნება 2 წუთამდე ინტროთი, რომელიც გვაცნობს იმას რაც მნიშვნელოვანია, მთლიანი სეზონის კონტექსტის შესახებ რომ ვიცოდეთ. დასაწყისში ნელი მუსიკით (Our House Song by David Crosby, Graham Nash, and Stephen Stills) გაფორმებულ ლამაზად ქორეოგრაფირებულ (დადგმულ) სცენაში, ვხედავთ შავებში ჩაცმულ რამდენიმე ნინძას, რომლებიც ნავსადგურთან მრავალ მოწინააღმდეგეს ებრძვიან. ბრძოლის დროსაც ერთი წყალში ვარდება, რაც მისი თანამებრძოლი ორი ნინძას შეშფოთებას იწვევს და ერთ-ერთი მათგანი ტირილს იწყებს.  ასევე ამ მცირე ინტროში ახალი ამბების შეტყობინებაა, რომელიც გვამცნობს, რომ გამოსასყიდის გადაცემიდან ერთ საათში ტოკიოს გატაცებული გუბერნატორი იპოვეს. აღნიშნულს ენაცვლება ახალი სცენა, სადაც სახლში ნინძების კედელზე დაკიდებულ კოსტიუმებს ვხედავთ, შემდეგ კი სასიამოვნო ანიმაციური გახსნითი ტიტრებია (გაფორმებულია ზემოთ ნახსენები მუსიკის თანხლებით, რომელიც შედარებით ამყოლი მუსიკით ნაცვლდება და მიყვება შემდეგ ეპიზოდებს).

შემდეგი, რასაც დეივ ბოილის სერიალის “ნინძების სახლზე” ვიგებთ, რომელიც მან მასაჰირო იამამურასთან, კოტა ოურსა და კანნა კიმურასთან თანაავტორობით შექმნა და დაფუძნებულია ტაკაფუმი იმაის, კენტო კაკუს და იოშიაკი მურაოს ტავარას ოჯახის ამბავზე. ისინი ჰიტორი ჰანზოს შთამომავალი უკანასკნელი ცოცხალი შინობიების (“ნინძა” არ არის სწორი ტერმინი როგორც ტაკი, ბებია ამბობს) ტავარას კლანი არიან, რომელიც შედგება გაკუსგან (უფროსი ძმა), ჰარუსგან (მეორე ძმა), რიკუსა (უმცროსი ძმა) და ტაკისგან (ბებია). ისინი გაკუს სიკვდილის (წყალში, რომელიც ჩავარდა) შემდეგ აქტიურად აღარ მოღვაწეობენ და “ნორმალურად ცხოვრებას” ცდილობენ. თუმცა, ახალი მტრის გენტენკაის აღზევება, რომელსაც მართავს საიდუმლო დაჯგუფების ლიდერი ცუკიოჯა, ფუმას კლანთან ტავარას ბრძოლას ანახლებს. ოჯახის ყველა წევრი BNM-ის (ნინძების მენეჯმენტის ბიურო) ძალისხმევით ჩრდილების სამყაროს უბრუნდება. 

მხოლოდ უვიცი სულელები ამბობენ “ნინძას”

ამბობს ტაკი, ბებია

პირველი სამი ეპიზოდი არათანმიმდევრული (მერყევი) ჩანს, თუმცა მეოთხე სერია თავის გზას პოულობს. ჩხუბის სცენები გამორჩეული. ხმლებით ჩხუბი, შურიკენების სროლა, კვამლიანი ბომბები არასდროსაა გადაჭარბებული. მისტიურობა, მოულოდნელი ცვლილებები, კომედია, რომანტიკა – ყველაფერი დაბალანსებულია, რათა შინობიების სამყარო ბუნებრივად შეერწყას თანამედროვე დროს. ზოგი მომენტი შეიძლება პროგნოზირებადი იყოს, თუმცა დასასრული იმდენად გამაკვირვებელია, რომ მეორე სეზონის დაწყების სურვილს გიჩენს. 

ყველა ეპიზოდი ხელმისაწვდომია სტრიმინგზე. 

ნინძების სახლი (House of Ninjas)
Shinobi no Ie
შემქნელი : დეივ ბოილის

8 ეპიზოდი, ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობით 58 წთ

74/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Ghetts – Mount Rushmore (feat. Kano & Wretch 32)

Ghetts – Mount Rushmore (feat. Kano & Wretch 32)

| Album: On Purpose, With Purpose

შემდეგი
მამი ვატა (Mami Wata)

მამი ვატა (Mami Wata)

| მამი ვატას, ძველი აფრიკული ქალღმერთის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, ანუ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share