მწერალი მარკუს გოლდმანი აღმოჩნდება მკვლელობის გამოძიებაში ჩათრეული მას შემდეგ, რაც მასში ბრალს დასდებენ მის მასწავლებელს, პატივცემულ ამერიკელ ავტორს- ჰარი ქუებერტს. მარკუსს მოუწევს დაამტკიცოს ჰარის უდანაშაულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ელექტრო სკამი ელის. სერიალი იწყება ოდნავ მელოდრამატული ტონით, თუმცა მალევე გადაიქცევა უცნაური და თავშესაქცევი მოვლენების კასკადად და საინტერესო მოქმედებად.
სიუჟეტის განვითარება ხახვის გაფცქვნას ჰგავს, უფრო და უფრო დაძაბულობაც და ემოციებიც იმატებს, და როცა ბოლოსკენ ყველა თავსატეხი ერთ კონკრეტულ წერტილში იყრის თავს, ისღა დაგვრჩენია სცენარისტების და რეჟისორების ოსტატობით აღვფრთოვანდეთ.