ამანდა ლუისის სტატიის მიხედვით გადაღებული მინი-სერიალი ამერიკის ყველაზე სკანდალურ წყვილზე და მათ სკანდალურ ინტიმურ ვიდეოზე.
სერიალს საფუძვლად დაედო ჟურნალ ,,Rolling Stones”-ის გამოძიება ყველაზე სკანდალურ სექს-ვიდეოს გაჟონვაზე ისტორიაში საერთოდ. 1994 წელს, როცა პლეიბოის მოდელი პამელა ანდერსონი და როკ მუსიკოსი ტომი ლი დაქორწინდნენ, ისინი მაშინვე ამერიკის მთავარ ვარსკვლავურ წყვილად გადაიქცნენ. ყოველი მათი ნაბიჯი პრესაში შუქდებოდა. სავარაუდოდ, მალიბუს სახლის მოწყობისას მათ კონფლიქტი შეექმნათ სარემონტო სამუშაოების ერთ-ერთ შემსრულებელთან- რენდი გოტიესთან, რომელმაც სამაგიეროს გადახდის მიზნით მათი სახლიდან სეიფი გამოიტანა, სადაც ძვირფასეულობასთან ერთად წყვილის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკასეტაც იყო. მალე ეს 8 წუთიანი ვიდეო გასული საუკუნის 90-იანების მთავარი მედია სკანდალი შეიქმნება…