IT- კომპანიის მფლობელს სურს ბიზნესის გაყიდვა. მხოლოდ ერთი პრობლემაა: თავის დროზე მან მოიფიქრა ფიქტიური ხელმძღვანელი კომპანიისთვის, რათა მისი არასტანდარტული გადაწყვეტილებები გაემართლებინა და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც აეცილებინა. მყიდველები კი ითხოვენ მასთან პირად შეხვედრას. მფლობელს უწევს მსახიობის დაქირავება, რათა მან ბოსის როლი ითამაშოს. მსახიობი თავისდა გასაკვირად აღმოაჩენს, რომ ახალმა როლმა შეიძლება მის მორალურ ღირებულებებს სერიოზული გამოცდა მოუწყოს.
ძალზედ თავისებური და საფირმო იუმორი სკანდინავიური კინოს მეტრის -ლარს ფონ ტრიერის შესრულებით.