რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

პეპლების იძულებითი მიგრაცია (Forced Migration of Butterflies)

ფრიალა სიზმრები, იძულებითი მოგზაურობა: იქ, სადაც ხელოვნება მიფრინავს, მაშინაც კი, როცა ფესვები უკან რჩება

“პეპლების იძულებითი მიგრაცია”, – ასე ჰქვია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ახალ ნამუშევარს, რომელიც მან პანდემიის პირობებში გადაიღო. ის ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და 2020 წლის დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.ექსპრესიული მეტაფორა – პეპლები – აქ განსაკუთრებულ აზრობრივ დატვირთვას ატარებს. იუნგის ფსიქოლოგიაში მაგალითად, პეპელა ზოგადად ტრანსფორმაციის, პიროვნული ზრდისა და აღორძინების სიმბოლოა. ეს კი, ფილმის ოპტიმისტური ე.წ. გზავნილია, რომლის გმირები განიცდიან ძველი სამყაროს განადგურების პერიოდს, დრამატულ გადასვლას ერთი ისტორიული რეალობიდან ახალზე. ხოლო ფილმში შეტანილი 90-იანი წლების დოკუმენტური კადრები (არქივიდან) იძლევა წარმოდგენას ეპოქათა ცვლილებაზე, რომელიც ყოველთვის ასოცირდება – ომებთან, რევოლუციებთან ეკონომიკაში, კულტურასა და იდეოლოგიაში.

ამ ყველაფრის ფონზე, ჯორჯაძეს ნამუშევარში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – მხატვრებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს – ლამაზ და გარკვეულწილად უდარდელ “პეპლებს”, რომლებიც გადარჩენის მკაცრ რეალობაში არიან ჩაძირულნი. უკეთესი ცხოვრების საძიებლად ბევრი მათგანი საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის – საბედნიეროდ, მათი ნიჭი უცხოეთში – ფასდება. “პეპლებს” გადარჩენაში ნიჭიერი ქართველი ხალხის განსაკუთრებული, სიცოცხლის მოყვარული გენი ეხმარება, სამშობლოდან შორსაც კი. ეს მოცემულობა იძლევა გარანტიას იმისა რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

სიუჟეტური ნარატივი წელიწადის ოთხ დროდ არის დაყოფილი და ძირითადად ორ მთავარ პერსონაჟზეა ორიენტირებული – ნინო (თაკო ტაბატაძე) ,წარსულში ბალერინა და კოსტაზე, მომხიბვლელი მხატვარი, ხელოვანი და მეჯინიბე. წყვილის გარდა, ვხვდებით მათ მეგობრებსაც, რომელთა როლებს ძირითადად ახალბედა მსახიობები თამაშობენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი მსახიობმა მარინა ჯანაშიამ ითამაშა, რაც, სამწუხაროდ, მისი ბოლო კინოროლი აღმოჩნდა. ტექნიკური მხარე, კერძოდ კი სურათი და კომპოზიცია – სპეციფიური სტილით არ გამოირჩევა, თუმცა კარგად არის გაკეთებული. ხოლო თბილი, მყუდრო ბინა, სადაც ფილმის გმირები უმეტესწილად ტრიალებენ – ავთენტურად არის შესრულებული. კადრებს აგრეთვე ალამაზებს დათო ევგენიძის შესანიშნივი მუსიკა და სასიამოვნო რიტმები, მისი ბენდის შესრულებით. სახალისო სცენებიდან გამოვყოფდი ერთ-ერთს, სადაც ნინო ლეჟავას პერსონაჟი ცეკვავს ინდიელებთან და რამდენიმე საზღვარგარეთ გადახვეწილ “პეპელასთან” ერთად.

კოსტა (ნათამაშები რატი ესაძის მიერ) საინტერესო პერსონაჟია, მუდმივად რაღაცას გასცემს, ყველას ეხმარება, სანაცვლოდ კი თითქმის არაფერს იღებს და ხშირად მარტოა, ხოლო ფიქრები ნინოზე და თავლაში ცხენების მოვლა – მას სიმშვიდეს ჰგვრის. შეიძლება ერთგვარ “მოდილიან-ფიროსმანსაც” (ორივე ღარიბი გენიოსი) შევადაროთ. მის თვალებში ყოველთვის ამოიკითხავთ სევდასა და ტკივილს. კოსტას ბინა – ადგილი, სადაც მუდმივად მისი მეგობრები იკრიბებიან, ულამაზესი ბინაა, სავსე სხვადასხვა ნახატებით, ესკიზებით, ჩანახატებით; ნამდვილი სამოთხე ხელოვანი ხალხისთვის, რასაც მაყურებლისთვის უცნაურად კომფორტული, ფამილიარული გრძნობა მოაქვს.

მთლიანობაში, “პეპლების იძულებითი მიგრაცია” შეიძლება რიგითი ბანალური მელოდრამა იყოს, მაგრამ ამასაც აქვს თავისებური შარმი; ცხოვრება ბევრი სიცილით, სევდით, განშორებებით და ბედნიერი მომავლის მუდმივი მოლოდინით – ფილმის პერსონაჟების ყოველდღიურობა, რუტინა მაინც სასიამოვნო და კომფორტული სანახაობაა, ჯორჯაძეს კი მსგავსი ავთენტურობა ნაცრისფერ ეკრანზე იდეალურად გადმოაქვს. ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში.

პეპლების იძულებითი მიგრაცია (Forced Migration of Butterflies)
რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე (Nana Dzhordzhadze)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 35 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
დიდი ნადავლი (Finestkind)

დიდი ნადავლი (Finestkind)

| სისხლიანი კავშირები, ლოიალურობა და ძმობა ბოსტონის კრიმინალურ მიწისქვეშეთში

შემდეგი
The Passenger – Penultimate Scene

The Passenger – Penultimate Scene

| ნაწყვეტი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმიდან - 'The Passenger'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share