მძარცველის ხელები (Räuberhände) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მძარცველის ხელები (Räuberhände)

გერმანელი რეჟისორის თურქული ქუჩების სურნელით გაჟღენთილი ნოსტალგიური ფილმი მეგობრობაზე, სიყვარულზე, ზრდასრულობაზე და ფესვებზე.

როგორღაც ახერხებს და საათნახევარში ეტევა, რათა თვალნათლივ გვაჩვენოს ორი ქვეყნისათვის დამახასიათებელი კულტურული და სოციალური თავისებურებები

იანეკი და სამუელი – ახლო მეგობრები არიან, საზოგადოების სხვადასხვა შრიდან. იანეკის მშობლები გერმანელების საშუალო კლასს ეკუთვნიან, რომლებსაც სამუელის დედისგან განსხვავებით სხვა ღირებულებები გააჩნიათ. სამუელის დედა ხშირად სვამს და საეჭვო წრეში ტრიალებს. თუმცა ეს არ უშლით ახალგაზრდებს ერთად იყვნენ და დრო უდარდელად გაატარონ. სკოლის დამთავრების აღნიშვნისას მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტის შემდეგ ბიჭები გადაწყვიტავენ სტამბულში გამგზავრებას, რათა სამუელის მამა მოძებნონ. ეს მოგზაურობა ერთგვარი გამოცდა იქნება მათი მეგობრობისათვის.

თურქული წარმოშობის გერმანელი რეჟისორი ილქერ ჩატაკი როგორღაც ახერეხებს და საათნახევარში ეტევა, რათა თვალნათლივ გვაჩვენოს ორი ქვეყნისათვის დამახასიათებელი კულტურული და სოციალური თავისებურებები, განსხვავება და მსგავსება მათ შორის. ქვეყნები, ქალაქები, მისი მაცხოვრებლები და მათი ცხოვრების წესი განსხვავებდა ერთმანეთისგან, მაგრამ მეგობრობა და სიყვარული აერთიანებს სრულიად უცხო კულტურის მქონე ადამიანებს.

მძარცველის ხელები (Räuberhände)
რეჟისორი: ილქერ ჩატაკი
2021წ. (გერმანია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
კავშირი (Coherence)

კავშირი (Coherence)

კომეტა, რომელმაც დედამიწას ახლოს უნდა ჩაუაროს, მეგობრულ ვახშამს ღამის კოშმარად

შემდეგი
სამაგიერო (Mea culpa)

სამაგიერო (Mea culpa)

ფერდ კავაიეს პოლიციური ,,ნონ-სტოპ” ექშენი ფრანგული დუეტის (ვენსან ლინდონი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share