ფილმი აეროპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით იწყება. კამერაზე ჩანს რამოდენიმე ადამიანი როგორ გადაადგილდება აეროპორტის ტერიტორიაზე სამგზავრო ზურგჩანთებით. სამგზავრო თვითმფრინავი ასრულებს რეისს ბერლინი-პარიზი. ბორტის მეორე პილოტისთვის ტობიას ელიასთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა თავისი პატარა ყოფითი პრობლემებით.
ფილმის დასაწყისშივე ვხვდებით რასთან უნდა გვქონდეს საქმე, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დაძაბულობის გრადუსი შემპარავად ნელ–ნელა ისე იმატებს, რომ თითქოს ნერვები აღარ გვყოფნის კადრებს განუწყვეტლად თვალი ვადევნოთ და ზოგჯერ გვინდა სულის მოთქმის მიზნით კინო დავაპაუზოთ. ფილმის მოქმედება პილოტის კაბინას არ ცდება, მაგრამ არ გეგონოთ ამისგან ფილმი რამეს აგებდეს. პირიქით..