რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კარპი (Karppi)

სკანდინავიური დეტექტიური თრილერი ჰელსინკის დათოვლილი ქუჩების ფონზე.

სერიალის ცენტრში მომხიბვლელი დეტექტივი ქალი- სოფია კარპია. ცოტა ნის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა (მან მეუღლე და ორი შვილი დაკარგა) არ აძლევს მოსვენების და ნორმალური ცხოვრების საშუალებას. თუმცა ჰელსინკის პოლიციის დანაშაულებათა განყოფილებაში მუშაობა და მთელი გონებით გამოძიებაში ჩართვა ნაწილობრივ ეხმარება მას ცხოვრების ნორმალიზებაში.

ამ დროს დეპარტამენტში ახალბედა ენთუზიასტი- საკარი ნურმი მოდის, რომელიც მანამდე ფინანსური მაქინაციების განყოფილებაში მუშაობდა. იგი კარპის მეწყვილე ხდება. პირველივე მათი საქმე- გოგონას გაუჩინარება- არც ისე მარტივი ჩანს და მალე ერთმანეთზე გადახლართულ დანაშაულთა ციკლში გადაიზრდება…

კარპი (Karppi)
შემქმნელები: რიკე ჯოკელა, კირსი პორკკა, ჯარი ოლავი რანტალა
2018წ. (ფინეთი, გერმანია)
Karppi (2018) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
დადგება ნათელი დღე (Comes a Bright Day)

დადგება ნათელი დღე (Comes a Bright Day)

მცირებიუჯეტიანი ინგლისური თრილერი სასიყვარულო ისტორიითა და საიუველირო მაღაზიის

შემდეგი
მოჩვენებითი სამყარო (Ghost World)

მოჩვენებითი სამყარო (Ghost World)

ენიდი და რებეკა სკოლის დაქალები არიან, რომლებიც ამჯობინებენ ცალკე იდგნენ მათი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share