ყველაზე დიდი სასამართლო ადამიანის სინდისია..
კავე ნარიმანი, სასამართლოს სამედიცინო ინსტიტუტის ექიმი სრულიად შემთხვევით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვება, რომლის დროს 10 წლის ბიჭი მსუბუქად დაშავდება. იგი ბავშვს თვითონ შეამოწმებს და აღშფოთებულ მამამისს საავადმყოფოში ურჩევს გადაიყვანოს მაინც ყოველი შემთხვევისთვის, რომელსაც იმ მომენტისთვის ნათხოვარი მოტოციკლეტის გაუმართაობით უფროა შეწუხებული. კავე ფულად კომპენსაციას სთავაზობს ოჯახს, ისინიც თანხმდებიან და მხარეები მშვიდობიანად გაეცლებიან ერთმანეთს. მეორე დღეს კავე აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას, სამსახურში მიდის და მისთვის ჩვეული პედანტობით ასრულებს სამედიცინო ექსპერტის მოვალეობას, სანამ…
ვაჰიდ ჯალილვანდი ღირსეული წევრია ირანული კინოს იმ დიდოსტატების წრისა, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტის მიკროსკოპული დაკვირვებით, ადამიანის სულის დეტალური კვლევით არიან დაკავებულები თავიანთ შემოქმედებაში. ფილმი იმდენად მძიმეა, მაგრამ იმდენად ოსტატურად გადაღებული, არ შეიძლება ფიზიკურად და ემოციურად მოწყდე, არ შეიძლება მის გმირებს არ თანაუგრძნო. აქ არაა მართალი და მტყუანი, აქ ადამიანი ისეთია როგორიც არის.