ძველმოდური პოლიციელი ხისტი მორალური წარმოდგენებით წესრიგს ამყარებს მის მშობლიურ ქალაქში. განუწყვეტელი ექშენი და კარგი იუმორი ნეო-ვესტერნისეულ სერიალში, რომელიც ელმორ რეონალდის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული.
ბედის წყალობით სერიალის გმირი, ფედერალური მარშალი რეილან გივენსი – შტატ კენტუკის პატარა ქალაქის პოლიციის განყოფილებაში გადადის სამუშაოდ. იგი აქ გაიზარდა, აქ ცხოვრობს მისი ციხიდან გამოსული ,,მამიკო” და აქ ცხოვრობენ მისი ბავშვობის მეგობრები, რომელთაგან უმრავლესობა ციხეშია ჩასასმელი. გარეგნულად მშვიდ გივენსს, რომელსაც ტიმოტი ოლიფანტი თამაშობს, ურჩევნია საქმე საუბრით მოაგვაროს, თუმცა თავისებური წარმოდგენები აქვს სამართალზე და არც სროლას გაურბის როცა საჭიროა…