მისის რიჩარდსონი და მისი ოჯახი ,,სანიმუშო” ცხოვრებით ცხოვრობს პატარა ამერიკულ ქალაქ შეიკერში. მომხიბვლელი და მრავალშვილიანი დედა, იგი წარმატებული ადვოკატის საყვარელი მეუღლეა. მისი ეს იდილია და წყობა ინგრევა, როცა ქალაქში ახალი მაცხოვრებელი გამოჩნდება. მია უორენი მის მოზარდ ქალიშვილთან ერთად ამერიკის სხვადასხვა შტატებში მოგზაურობს და თავს არც ვალდებულებებით იზღუდავს და არც დაგენილი წესებით, რაც მისის რიჩარდსონს შოკში აგდებს.
მათ შორის დაძაბულობა ჩნდება, რომელიც ნელ ნელა ხურდება და მალე ხანძარში გადადის, რომელიც არცერთი მათგანისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.