რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩანერგილი აგენტი (Deep Cover)

თხელი ზღვარი დამნაშავესა და პოლიციელს შორის ბილ დიუკის კრიმინალურ დრამაში.

ახალგაზრდა ფერადკანიანი პოლიციელი რასელ სტივენსი მიდის სპეცჯგუფში გასაუბრებაზე (რომელიც ორიენტირდბა ნარკოდილერების წინააღმდეგ ბრძოლაზე და მასში თავისი ხალხის ჩანერგვის ოპრაციებზე) და გამომცდელის კითხვაზე – რა სხვაობაა ზანგსა და ფერადკანიანს შორის- სწორად პასუხობს.

იგი იღებს დავალებას, თავს დილერად ასაღებს და ინერგება ნარკოკარტელში, რომელიც კოკაინის პარტიებს ლოს-ანჯელესს აწვდის. დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური ანტონ გალიეგოსია-დილერი, რომელიც ლათინური ამერიკის გავლენიანი პოლიტიკოსის და ნარკობარონის ჰეკტორ გუზმანის სახელით მოქმედებს.

იგი იღებს დავალებას, თავს დილერად ასაღებს და ინერგება ნარკოკარტელში, რომელიც კოკაინის პარტიებს ლოს-ანჯელესს აწვდის. დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური ანტონ გალიეგოსია-დილერი, რომელიც ლათინური ამერიკის გავლენიანი პოლიტიკოსის და ნარკობარონის ჰეკტორ გუზმანის სახელით მოქმედებს.

მისიის მიზანი კარტელის ბოსის დისკერდიტაცია და მისი პასუხისგებაში მიცემაა. სტივენსი თავის თამაშს იწყებს, მაგრამ მას მალე მოუწევს საბედისწერო არჩევანის გაკეთება. საბედისწერო არჩევანის, რომლის მთავარ კითხვაზე (ვის მხარეს აირჩევ საბოლოოდ: პოლიციელების თუ ახალი მეგობრების?) პასუხის გაცემა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის.

65 წლის მსახიობმა (უნდა გვახსოვდეს მისი სახასიათო სახე ჯონ მაკტირნანის ფილმიდან ,,მტაცებელი”), რეჟისორმა, პროდიუსემა და განგსტერული კინოს მოყვარულმა- ბილ დიუკმა იპოვა სწორი ინტონაცია და შექმნა ის ატმოსფერო ფილმში, რომელმაც ამგვარი გაცვეთილი სიუჟეტის კინო ძალზედ საინტერესო საყურებელი გახადა.

ჩანერგილი აგენტი (Deep Cover)
რეჟისორი: ბილ დიუკი
1992წ. (აშშ)
Deep Cover (1992) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მისტერ მერი (Mr. Mayor)

მისტერ მერი (Mr. Mayor)

პოლიტიკური კომედია მდიდარ ბიზნესმენზე, რომელიც მისთვის მოულოდნელად იგებს

შემდეგი
The Undercover Dream Lovers – Come a Little Closer

The Undercover Dream Lovers – Come a Little Closer

The Undercover Dream Lovers – Come a Little Closer SingleRelease date:

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share