19 წლის ფილმის მთავარი გმირი სექსუალურ კავშირს ამყარებს ახლად გაცნობილ ახალგაზრდა მამაკაცთან. რის შემდეგ იგი მოტაცებული იქნება და როცა გონზე მოდის, ახალი ,,ბოიფრენდისგან” ისმენს დაუჯერებელ ისტორიას წყევლაზე, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე სქესობრივი გზით გადადის…
საშინელებათა ეს ფილმი 70-იანების ანტურაჟითა და ფერებითაა გაფორმებული და ფაქტიურად ერთგვარი ილუსტრაციაა თანამედროვე ახალგაზრდობის გარყვნილების თემისა. მიუხედავად იმისა რომ, ფილმის ავტორებს დიდად არ უზრუნიათ წინაისტორია მოეყოლათ მაყურებლისთვის და სიუჟეტური კვანძები გაეხსნათ, ფილმის რითმი, ვიზუალი ქმნის ძალზედ დაძაბულ ატმოსფეროს და იწვევს პირველყოფილი პანიკის განცდას, რაც ჰორორ ფილმისთვის ესე აუცილებელია.