რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

არა ბანალური სიუჟეტის რომანტიული კომედია, რომელმაც სანდენსის 2022 წლის კინოფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა..

კოლეჯიდან სახლში დაბრუნებული 22 წლის ენდრიუ სწრაფი კვების ობიექტზე მუშაობს. მისი უმცროსი ძმის სასკოლო საღამოზე აქტიურობის და ხალხის აყოლიების შემდეგ, იგი იღებს წინადადებას გაუძღვეს მსგავს საღამოებს და ხალხი გაართოს. პარალელურად ენდრიუ კიდევ ერთ შეთავაზებას იღებს: ერთ-ერთი მოსწავლის დედა( დომინო) სთხოვს მას თავისუფალ დროს მის აუტიზმის მქონე გოგონას მიხედოს. ენდრიუ სიამოვნებით თანხმდება, რადგან დომინოს მიმართ გარკვეულ გრძნობებს განიცდის..

ფილმის ჩვენებისას სანდენსის კინოფესტივალზე კუპერ რეფის ნამუშევრით Apple სტრიმინგ-სერვისი დაინტერესდა, რომელმაც ჩვენების უფლებაში 15 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს 25 წლის რეჟისორის მეორე ფილმია, რომელიც ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს.
ფილმის სახელწოდებაში არის უილი პერი უმცროსის ( უფრო ცნობილია როგორც დიჯეი კასპერი) კომპოზიციიდან სტროფი, რომელიც მან 2000 წელს გამოუშვა და ქორწილების, სკოლის გამოსაშვები საღამოების რეპერტუარებში მალევე საპატიო ადგილი დაიმკვიდრა..

Cha Cha Real Smooth
რეჟისორი: კუპერ რეფი
2022წ. (აშშ)

Cha Cha Real Smooth (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Pierrot Le Fou (1965) Scene

Pierrot Le Fou (1965) Scene

Add to favorites

შემდეგი
სხეულები, სხეულები, სხეულები (Bodies Bodies Bodies)

სხეულები, სხეულები, სხეულები (Bodies Bodies Bodies)

A 24 -ის შექმნილი კომედიური სლეშერი მდიდარი მოზარდების ჯგუფზე, რომლებიც

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share