,,dark-ის” შემქმნელების ახალი მისტიური სერიალი..
მეცხრამეტე საუკუნის მიწურული. ლონდონი. ლაინერი ,,ცერბერი” ევროპას ტოვებს და ამერიკისკენ მიემგზავრება. მის ბორტზე მრავალენოვან ევროპელ მიგრანტს მოუყრია თავი, რომელთაც ყველას თავისი ისტორია და მიზეზი აქვს ქვეყნის დატოვების. უეცრად ,,ცერბერი” დახმარების სიგნალს იღებს იგივე კომპანიის სხვა ლაინერისგან, რომელსაც ათასხუთასი მგზავრი გადაჰყავდა და 4 თვის წინ უგზოუკვლოდ დაიკარგა.
სხვა გზა არაა: კაპიტანი ეიკ ლარსენი ბრძანებს კურსის შეცვლას და სხვა გემის დასახმარებლად გამგზავრებას.
სერიალის შემქმნელებმა – ბარან ბო ოდარმა და იანტე ფრიზემ ,,1899″- მდე საკმაოდ ხმაურიანი პროექტი ,,უკუნი” მოიფიქრეს, რომელსაც მოულოდნელი წარმატება ხვდა წილად. მათაც მისტიკურ თემატიკას, ბუნდოვან სიუჟეტს და ბნელ კადრებს არც ამჯერად უღალატეს, მაყურებელს მოუწევს მოთმინებით დაელოდოს ყოველ შემდგომ ეპიზოდს, რათა თანმიმდევრულად გაარკვიოს რა ხდება გემზე. სერიალი რაღაცით ჯ.ჯ. აბრაამსის ,,დაკარგულებსაც” გვაგონებს.