ელიზაბეტ ჰოლმსის რეალური ისტორია და სამყარო სამედიცინო დარგში რევოლუციის მოლოდინში.
სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ, სამყაროს ახალი გმირი სჭირდებოდა, რომელიც ხალხს ახალ ტრენდს, ახალ აღმოჩენებს შესთავაზებდა და მისაბაძი გახდებოდა. და ესეთი გმირი გამოჩნდა…
ელიზაბეტ ჰოლმსმა კოლეჯი მიატოვა და დაარსა ტექნოლოგიური კომპანია ,,Theranos”, რათა სერიოზული გარღვევა მოეხდინა თანამედროვე მედიცინაში. იგი პირდებოდა საზოგადოებას სისხლის ისეთი ანალიზატორის შექმნას, რომელსაც შეეძლებოდა კომპლექსური კვლევა სისხლის მხოლოდ ერთი წვეთის საფუძველზე. ინვესტორებს იმდენად სჯეროდათ ,,ამერიკული ოცნების” და მისი გენიის, რომ მიანდეს უდიდესი ფინანსები ადამიანს, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა ბიოტექნოლოგიებში და რომელიც შედეგად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ამერიკელი ქალი ,,ფორბსის” ვერსიით.
საინტერესო სერიალი სასპენსის ელემენტებით დაფუძნებულია რეალური ადამიანის ისტორიაზე, რომელსაც უნდოდა სამყარო შეეცვალა, თუმცა რაღაც ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო…