კალაბრიაში მაფიოზური კლანის მეთაური დონ მინო ხელისუფლებას მიწისქვეშა ბუნკერში ემალება. თუმცა აქედანაც ახერხებს კოკაინის მსხვილი პარტია შეუკვეთოს 900 მილიონ ევროზე. დონ მინოს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ეჯავრება იგი საკუთარ შვილიშვილს, რომელიც ღალატს გეგმავს.
ამასობაში ოკეანის გადაღმა, მეხიკოში, ნარკოტიკებთან მებრძოლი სპეცრაზმი ატარებს ოპერაციას, რომელსაც გამოცდილი სპეცრაზმელი მეტსახელად ,,ვამპირო” ხელმძღვანელობს. არავინ იცის, რომ იგი ადგილობრივ ნარკობარონებზე მუშაობს და ზემოთ აღნიშნული პარტიის უსაფრთხო ტრაფიკი ევალება.
სერიალის სიუჟეტი სამ ძირითად ხაზადაა დაყოფილი და აერთიანებს იტალიურ მაფიას, ამერიკელ შუამავლებსა და მექსიკურ ,,ნარკოტიკებთან მებრძოლ” სპეცრაზმს.
პროექტში ჩართულები არიან იტალიური კრიმინალური კინოს დიდოსტატები, ცნობილი ,,გომორას” შემქმნელები: რობერტო სავიანო(სცენარისტი) და სტეფანო სოლიმა(შემქმნელი, რეჟისორი).