ირონიული დეტექტივი, სადაც დაუდევარი ინსპექტორი და ახალბედა კონსტებლი ქალი დუეტში იძიებენ თეატრში მომხდარ მკვლელობას.
ლონდონი, 1953 წელი. აგათა კრისტის პიესის მიხედვით მე-100 საიუბილეო სპექტაკლისათვის მიძღვნილ საღამოზე ჰოლივუდის რეჟისორს კლავენ, რომელიც ამავე პიესის მიხედვით ფილმის გადაღებას აპირებდა. საქმის გამოძიებას ინსპექტორ სტოპარდს ანდობენ, რომელსაც მეწყვილედ რატომღაც ახალბედა კონსტებელ ქალს მიუჩენენ. დუეტი ცდილობს გადალახოს ერთმანეთთან ურთიერთობის უხერხული მომენტები და გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს…
არატიპიური დეტექტივი, რომლის პერსონაჟები რეჟისორს უფრო წინა პლანზე ჰყავს წამოწეული ვიდრე გამოძიება, საოცარი ირონიითა განსმჭვალული კლასიკური დეტექტივების მიმართ. აქ ლიტერატორებთან ერთად ის ფილმებიცაა გაქილიკებული, რომლებიც სანახაობრივი დევნის და ექშენ- სცენების ხარჯზე ცდილობენ მაყურებლის შექცევას. და საბოლოოდ ფილმი უპირველეს ყოვლისა თავის თავს დასცინის, რაც უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა ამ ჟანრის კინოსთვის.