რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ნოსტალგია (Nostalgia)

მარიო მარტონეს ოქროს პალმის ნომინატი დრამა ნეაპოლზე, ბავშვობის ტრამვებზე, მეგობრობაზე და ნოსტალგიაზე.

ნეოპოლიტანელი ფელიჩე 40 წლის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება მოხუცი დედის მოსანახულებლად. იგი მარტოობაში დაეხეტება ქალაქის უბნებში და ყოველ დეტალს გულისყურით აკვირდება.


ნეაპოლის ყოველი ქუჩა მას თავის ბავშვობას ახსენებს და ნოსტალგიას უღვივებს. თუმცა ბავშვობის მოგონებებს ბევრი მიჩქმალული ტკივილი და შიში მოჰყვება, რომლებთანაც თვალის გასწორება არც ისე იოლი საქმეა. მითუმეტეს როცა შენი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი ეხლა უკვე კრიმინალური სამყაროს დაუნდობელი ბოსია…

ნებისმიერი ქართველისთვის (მითუმეტეს ფეხბურთის გულშემატკივარისათვის) დღეს ნეაპოლი უკვე რაღაცნაირად მშობლიური გახდა, აქედან გამომდინარე მისთვის საინტერესო უნდა იყოს ამ ქალაქის რითმი, მისი სული. ეს საოცარი კონტრასტების და არნახული ენერგიის მატარებელი ქალაქია, მისი არქიტექტურის და სამხრეთული ტემპერამენტის მქონე მაცხოვრებლების ხარჯზე. ამ ქალაქის უნიკალურობისთვის და სულისთვის ბევრ დიდ რეჟისორს მიუძღვნია ფილმი. მარიო მარტონეს ნეაპოლიც განსაკუთრებულია, და განსაკუთრებულ სითბოსთან ერთად განსაკუთრებული სისასტიკის, რის გამომზეურებასაც რეჟისორი არანაირად არ ერიდება…

ნოსტალგია (Nostalgia)
რეჟისორი: მარიო მარტონე
2022წ. (იტალია)

Nostalgia (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The City Of Lost Children

The City Of Lost Children

Add to favorites

შემდეგი
Skyfall – Shanghai

Skyfall – Shanghai

Add to favorites

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share