,,ოუშენების” შემდეგ რთულია წააწყდე ფილმს ძარცვაზე, რომელიც ფინალამდე შეინარჩუნებს ინტრიგას და არ მოგწყვიტავს ეკრანს. ჟაუმე ბალაგეროს ეს ფილმი თავისი დინამიკით და საუცხოო სამსახიობო შემადგენლობით, ერთდროულად ესპანური კარგი კინოს ტრადიციების გამგრძელებელიც არის და ძარცვაზე ფილმების ღირსეული მემკვიდრეც.
ზღვის ფსკერზე განძის მაძიებლები ლეგენდარული მეკობრის- დრეიკის განძს პოულობენ, მაგრამ ესპანეთის სასაზღვრო ძალები ნაპოვნის კონფისკაციას ახდენს და ძვირფასეულობას მადრიდის ცენტრალურ ბანკში გამოკეტავენ, რომელიც ყველაზე დაცულ შენობად ითვლება მსოფლიოში. ვოლტერი, რომელიც 30 წელი ამ განძს ეძებდა, არ ნებდება და ბანკის ძარცვას გეგმავს. ამისთვის მას მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონების და უნარების ადამიანები დასჭირდება. სანამ მთელი მადრიდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატით არის შეპყრობილი, მძარცველებს 105 წუთი აქვთ, შეაღწიონ საცავში, რომელსაც ინჟინერიის საოცრებას უწოდებენ.