ფრანგული ექშენის მომაკვდინებელი დოზით გატენილი მორგან ს დალიბერის (Morgan S. Dalibert) სადებიუტო ფილმი.
ადამ ფრანკო (Alban Lenoir) ყოფილი სპეცრაზმელი და მოქმედი აგენტია, რომელიც საფრანგეთის მთავრობის გარკვეული წევრების დაკვეთებს ასრულებს. ჩვეულებისამებრ ეს დავალებები სიცოცხლისთვის მომაკვდინებლად საშიშია, რომელიც ძლიერ ფიზიკური მომზადებას და მტკიცე ხასიათს საჭიროებს. როდესაც პარიზში ტერაქტი ხდება, საჭირო ხდება გარედან ადამიანი, რომელიც სწრაფად გაერკვევა სიტუაციაში: ტერორისტებთან დაახლოებულ კრიმინალურ ოჯახს დაუახლოვდება, გავა ტერორისტებზე, ამოიცნობს და გაანეიტრალებს მათ. ესეთი ადამიანი კი ადამია, რომელიც ცივსისხლიანად შეასრულებს მისი დამკვეთის ნებისმიერი სირთულის და სიბინძურის დავალებებს…
მორგან ს დალიბერის სადებიუტო ფილმი ფრანგული ექშენის საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. მთავარი როლის შემსრულებელი ალბან ლენუარი, რომელიც ფიზიკურად კარგადაა მომზადებული აღნიშნული როლისთვის, არც სხვა დისციპლინაში ჩამორჩება, ამჯერად ფილმისთვის სცენარიც მას ეკუთვნის. ფილმის დინამიურობა გარკვეულწილად ამაზეა დამოკიდებული, მასში ბოლომდეა გახსნილი მთავარი გმირებიც, მეორადი პერსონაჟებიც და არც მთავარ ხაზს აკლია დრამატიზმი. საინტერესო სიუჟეტური გადახვევები, სროლის და ჩხუბის კარგად დადგმული სცენები, ოპერატორული მიგნებები, მსახიობების თამაში საბოლოო ჯამში ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, რომლისთვის ნამდვილად ღირს ჩვენი (ამ ჟანრის მოყვარულებისთვის) დროის 2 საათის მოცდენა.

