რეჟისორმა ტაკაში სიმიძუმ, რომელიც იაპონიის გარეთ სამყაროსთვის ცნობილია საშინელებათა ფილმით ,,წყევლა” , ჰიდეო იმამოტოს საკმაოდ რთული, ფილოსოფიური მანგის ეკრანიზება მოახერხა, სადაც სიურეალისტური ხილვები, დრამა და ფანტასტიკა ერთმანეთში ირევა.
უსახლკარო სუსუმო ნაკოში, ერთ დროს მსხვილი კომპანიის თანამშრომელი, ეხლა მანქანაში ცხოვრობს. მას ამნეზია და ემოციის უქონლობა სტანჯავს. ერთხელაც მას უცნაური ექიმი- იტო გამოეცხადება და სთავაზობს მის ექსპერიმენტში მონაწილეობას, რომლის ჩატარების შემდეგ იგი ნაკოშის მინიმუმ ემოციების დაბრუნებას ჰპირდება. ნაკოში თანხმდება, მიუხედავად იმისა რომ ექსპერიმენტი თავის ქალის გახვრეტას- ტრეპანაციას შეიცავს. ოპერაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ცალი თვალით ნაკოში მანამდე არარსებულ თვისებებს და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ხედავს ადამიანებში…