ბენსონის და მურჰედის ფანტასტიკური თრილერი.
ახალ ორლეანში უცნური ნარკოტიკი ჩნდება: მისი მიღების შემდეგ ადამიანებს დროში მოგზაურობის ჰალუცინაცია უვითარდებათ, რომელიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები დენისი (ჯეიმი დორნანი) და სტივი (ენტონი მაკი) ამ სრულიად აუხსნელი ტრაგიკული შემთხვევების მოწმეები ხდებიან: მაგალითად, ერთ დაზარალებულ ქალს თავის ბინაში შხამიანი გველი დაგესლავს, რომელიც ამ ადგილებში დიდი ხანია აღარ ბინადრობს, მეორეს კი წინა საუკუნეების მახვილით უპობენ მკერდს და ა.შ. მეგობრები ცდილობენ როგორმე ახსნა მოუძებნონ ამ ყველაფერს, როცა ერთ-ერთის ქალიშვილი უეცრად უჩინარდება. მისი გაუჩინარების ადგილას კი ზემოთხსნებული სინთეთიკური ნარკოტიკის პაკეტს აღმოაჩენენ…
რეჟისორები ჯასტინ ბენსონი და აარონ მურჰედი კინოსამყარომ გაიცნო მათი წინა ნამუშევრებით: Resolution (2012), Spring (2014), The Endless (2017). ტრადიციულად ოპერატორი ფილმებისა ამ სარეჟისორო დუეტიდან ყოველთვის მურჰედია, ხოლო ბენსონი სცენარებზე მუშაობს. კასტინგი მთავარი როლის შემსრულებლებზე არ ჩატარებულა, რადგან რეჟისორებმა თავიდანვე იცოდნენ თუ ვის უნდა შეესრულებინა ისინი.