რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჰიროკაძუ კორეედას მრავალთავიანი მონსტრი და სად ვეძებოთ ის

2023 წელს კანის კინოფესტივალი ჰიროკაძუ კორეედას “მონსტრით” გაიხსნა. რეჟისორი ამბობს, – “მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც ორი ბიჭი მოტრიალდებოდა და მზერას ჩვენკენ მოაპყრობდა.” “მონსტრი” მინატასა და მისი კლასელის, ჰოშიკავას ამბავია, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ინტერპრეტირდება და ხშირად კორეედას “რაშომონსაც” უწოდებენ, რომელშიც ერთი ისტორიის რამდენიმე ვერსიას ვისმენთ.

პირველი ნაწილი, სადაც მოვლენებს დედის სუბიექტური მზერით ვაკვირდებით, დაქვრივებული ქალის ამბავია, რომელიც შვილის პრობლემებთან გამკლავებას შეუპოვრად ცდილობს . დასაწყისში მინატა სვამს კითხვას, რა მოხდება თუ ადამიანს ღორის ტვინს გადაუნერგავენ? ისევ ადამიანად დარჩება ის თუ ღორად გადაიქცევა? ფილმის განმავლობაში ღორისტვინიანი, დაავადებული ადამიანი ჯერ მინატოს მიემართება, რომელიც ამბობს, რომ მასწავლებელმა იძალადა მასზე ფიზიკურად და ეს აზრი ჩააგონა, მოგვიანებით კი მესამე ნაწილში, სადაც ამბავი მინატასა და ჰოშიკავას გადმოსახედიდანაა მოთხრობილი, ვიგებთ რეალურად ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა მიზნითაა გამოყენებული. დედის ბრძოლის გზაზე ვხვდებით სრულიად ინდიფერენტულ სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჰორის (მასწავლებელი) არ დაურტყამს მინატასთვის, უბრალოდ “მინატას ცხვირსა და მის ხელს შორის დამყარდა კონტაქტი.”

მეორე ნაწილში მასწავლებლის მზერით ვუყურებთ იმავე ამბავს და უდიდეს ემპათიას ვგრძნობთ მის მიმართ, რადგან ვხედავთ, რომ ის მხოლოდ ჰოშიკავას დახმარებას ცდილობდა, რომელსაც მუდმივად აბულინგებდა მინატო და ყველა შემთხვევა, სადაც პირველ ნაწილში ჰირო მოძალადეა, პირიქით, მის უდანაშაულობაზე მეტყველებს. სკოლის ინდიფერენტული დამოკიდებულება არამარტო მინატას, მოსწავლის მიმართ, არამედ ჰიროს მიმართაც ვლინდება. მასწავლებელი ვალდებულია მოიხადოს ბოდიში იმისთვის, რაც მას არ გაუკეთებია და საზოგადოების ზეწოლის ქვეშ მოექცეს, რადგან მათთვის იდენტიფიცირდება, როგორც არასრულწლოვანზე მოძალადე.

მესამე ნაწილში ყველაზე მძაფრადაა რას ნიშნავს გჯეროდეს, რომ ხარ მონსტრი, ღორისტვინიანი, დაავადებული ადამიანი, “როცა განვიკურნები, დედა დაბრუნდება,” – ამბობს ერთ-ერთი ბავშვი.  კორეედა განმარტავს, რომ ფილმის მთავარი პრობლემა “ის კი არაა ვინ ვის აბულინგებს და ვინაა დამცირებული, არამედ ის თუ რაზე გეუბნებიან ზრდასრულები, რომ ნორმალურია.” ნორმალურობიდან ამოვარდნის შიში აიძულებს მინატოს თვითონაც დაბულინგების მონაწილე იყოს ან ისე აჩვენოს თავი თითქოს მისთვისაც ისეთივე გასართობი და სასიამოვნოა ეს პროცესი, როგორც სხვა დანარჩენი კლასელებისთვის. “მონსტრის” ყველაზე დრამატული ეპიზოდია მინატოსა და სკოლის დირექტორის შეხვედრა, სადაც იმის, რისაც სიტყვებით თქმა შეუძლებელია, ჩასაბერი ინსტრუმენტების საშუალებით ამოთქმას ცდილობენ. ხმა, რომელიც გვესმის ერთგვარი სულის ამოძახილია, იმ უსამართლობისა და უუნარობის, რასაც ისინი განიცდიან.

საბოლოოდ “მონსტრი” სიყვარულის ისტორიაა, რომელიც აკრძალულია და შენ თავთან აღიარებაც კი გიჭირს. მნიშვნელოვანია, რომ ფილმში არ არის გამოყენებული სიტყვა “გეი” და არანაირი პირდაპირი მანიშნებელია იმაზე, რომ მათ შორის ჰომოსექსუალისტური სიყვარულია. ყველაფერი, რასაც ეს სიტყვა უნდა გამოხატავდეს არის მონსტრი, რომელსაც ზოგი განუდგება, ზოგი ამცირებს, ზოგი კი კურნავს. 

“მონსტრის” დასასრულში უნდა დასმულიყო კითხვა, – “ჩვენ გვჭირდება შეცვლა თუ სამყაროს შეუძლია, რომ შეიცვალოს,”  რაც პირდაპირი მიმართვა იქნებოდა მშობლებზე, მასწავლებლებსა და სამყაროზე, რომელიც პრობლემების მთავარი შემოქმედია. თუმცა, რიუჩი საკამოტოს მუსიკა, რითაც “მონსტრი” მთავრდება არა პათეტიკას, არამედ სიმშვიდეს, სიახლესა და ბედნიერების, გათავისუფლების ემოციის ჩვენებას მოითხოვს. 

“Are we reborn? Have we changed or are we the same?”

“მონსტრმა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა ქვიარ პალმისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში. 

მონსტრი (Monster)
რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა
იაპონია 2023 წ.

ხანგრძლივობა: 2 საათი 6 წუთი

77/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ანტივირუსული (Antiviral)

ანტივირუსული (Antiviral)

| დიდება, შიში და ფატალური ვირუსები: შემაშფოთებელი რეალობა ბრენდონ

შემდეგი
The Last Dinner Party – Nothing Matters

The Last Dinner Party – Nothing Matters

| Album: Prelude to Ecstasy

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share